ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2016


თამარისა და ქეთევანისთვის

თამარისათვის ვიცეკვებ დავლურს,
ქეთევანისთვის ვიმღერებ ლალეს,
და თვით ზვარაკად შევსწირავ ამ გულს
სიყვარულისთვის ანთებულ თვალებს.

თამარისათვის ვიცეკვებ ქართულს,
ქეთევანისთვის დავუკრავ ლალეს,
და ვანაცვალებ უთქმელად ამ გულს
საქართველოსთვის ანთებულ თვალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები