ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2016


შერიგება

უკვე, ტრადიციულად,თითქმის ყოველ ახალ წელს,
როცა მთავარ მოედანს დაწვავს ფეიერვერკი-
აფხაჭუნებ კარებზე,წინა წელს რომ დაკაწრე,
გულში მაგრად ჩაგიკრავ მონატრებულს,მერე კი-
თბება  ცივი  კედლები. და  ბუხართან  მაგიდა,
ორი  სავარძელი დგას  ერთმანეთის პირისპირ.
,,უსაშველოდ მიყვარხარ,,-ვიგებ შენი  ბაგიდან,
და მე მიკვირს ამდენხანს მარტო  როგორ გავძელი,
როგორ შევძელ ამდენი ღამის  გადაგორება,
როგორ არ ამაყეფა  უშენობამ ძაღლივით,
როგორ არ  ამომხადა სული კვამლის  ბოლებამ,
როგორ დავრჩი ცოცხალი დიდი  დრამით დაღლილი?
და დღეს შემომირიგდა პირვანდელი თვალები.
რა კარგია,ისევ რომ აქა ხარ და მემეკვლე.
ამ თბილისის თოვლ-ჭყაპში გათხუპნული თათებით
მოხვედი და კრუსუნით სულში შემომელეკვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები