ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
24 დეკემბერი, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (დასასრული)

****
რა თქმა უნდა ხელი მოვაწერე ნინოს მიერ დატოვებულ საბუთებს. თვითონ მივუტანე. კარი გამიღო, მელოდებოდა.  ოთახში შევედით და საქაღალდე გავუწოდე. არც გადაუშლია, უკვე იცოდა, რომ თანახმა ვიქნებოდი. ჩაი შემომთავაზა.
– ნინო, ყველაზე გაბედული ადამიანი ხარ, ვისაც კი შევხვედრივარ. – წამოვიწყე ჩუმად. – შენი ხასიათის თუნდაც მეასედი, რომ მქონოდა... – ვეღარ გავაგრძელე.
თვითონაც  თავი ჩახარა. არ იყო მისთვის ადვილი.
– სქესი, იცი? – ვკითხე გაუბედავად.
– გოგოა. – თვალები ცრემლით აევსო.
მე უკვე ვტიროდი. ჩემი გოგო იყო, ჩემი პატარა ანგელოზი. გეფიცებით, საკუთარ მუცელში ვგრძნობდი მის სითბოს. თითქოს ჩემში ფეთქავდა მისი პაწაწინა გული.
– ერთს გთხოვ... – თვალებში შემომხედა. – გეხვეწები,  ჩემი არსებობის შესახებ მოუყევი. სანამ პატარა იქნება არა. მერე, როცა გაიზრდება. გთხოვ უთხარი, რომ ამ სამყაროში არსებობდა კიდევ ერთი დედა, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა. როცა შენ ჩათვლი საჭიროდ მაშინ.
მისი ისე მესოდა, როგორც არავის შეეძლო გაეგო. ის იყო დედა, რომელიც ვერასოდეს შეძლებდა, ხელში აეყვანა საკუთარი შვილი, მოფერებოდა და უსაზღრო სითბო გაეზიარებინა. ვინ გაიგებდა ამას ჩემზე უკეთესად?!
სამი დღის მერე იყო დაგეგმილი საკეისრო. მთელი ის პერიოდი, ნიკას არ შევხვედრივარ. სიმართლე გითხრათ მეშინოდა. მეშინოდა იმის, რომ არაფრად ჩააგდებდა ნინოს სურვილს და ბავშვთან მიკარების უფლებასაც არ მომცემდა. ვერიდებოდი. მე მგონი ისიც არ იცოდა, რომ თბილისში ვიყავი. ვერც სამშობიაროში გავბედე მისვლა. სახლში ვიყავი და საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. ოთახში წინ და უკან დავდიოდი და ვტიროდი. ვერ ვჩერდებოდი. ადგილს ვერ ვპოულობდი. ნათიაც არ იყო ჩემთან. ის და დიმა სამშობიაროში იყვნენ, ნიკასთან.
მოსაღამოვებეული იყო ნათიას მესიჯი, რომ მივიღე:
„თინი, დაიბადა. ანგელოზი დაიბადა. საკუთარი დედის ჯერ კიდევ მფეთქავ გულზე მხოლოდ სიცოცხლის პირველი 5 წუთი გაატარა.“
იატაკზე დავემხე და ავტირდი. მთელი გული ამოვაყოლე. ჩემი პაწაწინა ანგელოზი დაიბადა. მფარველი ანგელოზი, რომელიც ამ სამყაროში ჩემს არსებობას გაამართლებდა.
ნინოს დაქირავებულმა ადვოკატმა, რომელსაც ევალებოდა მისი ანდერძი სისრულეში მოეყვანა, მოახერხა და ღამე, როცა სამშობიაროში უკვე აღარავინ იყო, ჩემს შვილთან შემიშვეს. შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე, ის რასაც მაშინ ვგრძნობდი, როცა პირველად ვნახე, როცა ხელში ავიყვანე, როცა გულში ჩავიკარი. პატარა უსუსური არსება, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩემზე იყო დამოკიდებული. ვჭირდებოდი. ნეტავ სცოდნოდა მე როგორ მჭირდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა მე ვატარე მუცლით თუ არა, ის მაინც ჩემი ღვიძლი შვილი იყო. დედას მუცლადყოფნისასაც ისევე, რომ უყვარდეს შვილი, როგორც მაშინ, როცა ხელში პირველად იყვანს, დარწმუნებული ვარ აბორტი აღარ იარსებებდა.
მთელი ღამე დავრჩი. ექთანს შევეცოდე და მომცა ამის უფლება. მთელი ღამე გულზე მყავდა მიწვენილი და საკუთარ გულთან ვგრძნობდი, მისი პაწაწა გულის ფეთქვას.


****
დგებოდა გადამწყვეტი მომენტი, ნიკას უნდა გაეგო ანდერძის არსებობა. მეხის გავარდნას ველოდებოდი.
გავარდა კიდეც.
გააფთრებული მოვარდა ჩემთან. ცხირწინ ქაღალდებს მიფრიალებდა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
– რა არის ეს, შეგიძლია ამიხსნა? – თავს ვერ აკონტროლებდა. – რას ნიშნავს ეს? არ გეყო რაც წამართვი ცხოვრებაში? ახლა რაღა გინდა? რატომ არ მეშვები? – ადამიანს აღარ ჰგავდა.
– არაფრის წართმევას არ ვაპირებ – ძლივს შევძელი ხმის დამორჩლება.
– მეტი რაღა უნდა წამართვა? სიცოცხლის უფლება წამართვი უკვე კარგა ხანია.
ვიდექი და ვხედავდი, როგორი ტკივილიანი თვალებით მიყურებდა. ჩემი ბრალი იყო თითოეული ჩამქვრალი სხივი მის თვალებში. მზად ვიყავი ყველანაირი სასჯელი ამეტანა ამისთვის, ოღონდ იმ პატარა ანგელოზს ვერ დავთმობდი, ჩემი სულის ნაწილს.
– დაიმახსოვრე, თინი, არ მოგცემ უფლებას... – ხმა ჩაუწყდა. – სიცოცხლის უკანასკნელი იმედი წამართვა, ჩემი შვილის დედობას ვერ ეღირსები.
ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ძალიან სასტიკი იყო, აუტანელი იყო მისი სიტყვები. ყველანაირად ცდილობდა ნინოს ანდერძი გაეუქმებინა. იმ დღის შემდეგ, ხომ ბავშვს საერთოდ არ მაკარებდა. სამაგიეროს მიხდიდა. უნდოდა ათმაგად მეზღო მისთვის მიყენებული ტკივილი. სასტიკად მექცეოდა, მაგრამ მაინც არ მძულდა. მაინც ჩემი ნიკუშა იყო და იმიტომ. უბრალოდ მინდოდა შეეგნო, რომ ვერაფრის ფასად ვერ ვიტყოდი უარს ბავშვზე.
ორი კვირა იყო გასული. უკვე ორი კვირა იყო პატარა არ მენახა, საკუთარ თავს არ ვგავდი.
იმ დღეს მოვიდა. არ ყვიროდა, მშვიდად იყო – გარეგნულად, თორემ შინაგანად ვხვდებოდი, როგორ უჭირდა.
სახლში შემოვიდა და საქაღალდე გამომიწოდა.
– მორჩა, ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი აღარ ვართ.
საქაღალდეს დავხედე, განქორწინების საბუთები იყო. ჩემი გამოგზავნილი. არ გამომირთმევია. ვამჩნევდი, როგორი ძნელი იყო მისთვის. უღონოდ დასწია ხელი.
– შენც, ხომ ეს გინდოდა? –  ხმას უკვე რიხი დაჰკარგვოდა, ტკივილი იგრძნობოდა.
ხმას არ ვიღებდი. ვერ ვიღებდი. ვერ ვიტანდი მის ასეთ ტკივილიან გამოხედვას. იქვე დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
– როგორ მოვედით აქამდე? თინი, როგორ შევძელით ჩვენი სიყვარული ამისთვის დაგვემსგავსებინა? ორივემ დავაშავეთ. ძალიან გვიანია უკვე, ზედმეტად ვატკინეთ ერთმანეთს. ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, უცხოები გავხდით. უკვე ცოლ-ქმარიც აღარ ვართ, თუნდაც ფორმალურად. – წამოდგა და კარისკენ გაემართა. საქაღალდე ისევ ხელში ეჭირა, ვერ შეძლო დაეტოვებინა.
– არაფერი დამთავრებულა. – პირველად ამოვიღე ხმა. შედგა. – ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი ვართ. ჩემი ხელმოწერა არ არის მანდ.
დავინახე, როგორ აიტანა კანკლმა, როგორ ჩახედა ქაღალდებს, როგორ გაუშტერა თვალი ჩემი გვარის გასწვრივ სიცარიელეს.
– შენ გგონია, მარტო შენთვის იყო აუტანელი ეს ყველაფერი? შენ გგონია, მარტო შენ გტკიოდა? ვერც მე შევძელი.
უკან არ მოუხედავს. ძლივს გადადგა ნაბიჯი და წავიდა.
ამ შეხვედრის მერე ოთხი დღე იყო გასული, ღამით ნათია რომ მესტუმრა. კარი რომ გავაღე და ჩემი გაბერილი მეგობარი დავინახე, კინაღამ გული გამისკდა.
– ნათი, ხომ მშვიდობაა? ამ შუაღამისა დიმამ, როგორ გამოგიშვა მარტო?
– ვინ ჰკითხა დიმას, თორემ რას გამომიშვებდა?!
– ხომ მშვიდობაა. – ვკითხე აღელვებულმა.
– წამოდი, ერთ ადგილზე უნდა გამომყვე.
არაფრის თქმა არ მაცადა. ხელი დამავლო, რაც პირველი მოხვდა მომახურა ბეჭებზე და გარეთ გამიყვანა.
– საჭესთან შენ დაჯექი, თორემ ამ მუცლის გადამკიდე, ვეღარ ვეტევი ვერსად.
ჩავჯექით.
– საით მივდივართ?
– წინ იარე და გიკარნახებ.
დავიძარით. დანიშნულების ადგილს რომ მივუახლოვდით, მივხვდი, ნიკას სახლისკენ მივდიოდით.
– ნათი... ვერ წამოვალ, ხომ იცი.
– თინი, გეხვეწები ახლა ნერვები არ მომიშალო, ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება, უკვე ბოლო თვეში ვარ. თუ არ წამოხვალ, არც მე მოვიცვლი ფეხს აქედან, ვიჯდები სიცივეში, გავცივდები და დიმას მერე შენ გაეცი პასუხი.
– ის მაინც მითხარი, რატომ უნდა წამოვიდე.
– ბავშვი ვერ არის კარგად, მთელი დღეა ტირის. ექიმიც ჰყავდათ, მაგრამ ვერაფერი გაუგეს. ლამისაა ჭკუიდან გადავიდეს ნიკა. თინი, ზუსტად ვიცი, ბავშვს დედა სჭირდება.
იმოქმედა. დავძარი მანქანა და ცოტა ხანში, უკვე ზარს ვრეკავდით. კარი დიმამ გაგვიღო. გაოცებულმა შემოგვხედა ჯერ მე, მერე ნათიას.
– მერე აგიხსნი. – არც კი გაჩერებულა ისე მიაძახა ქმარს.
კიბე სულმოუთქმელად ავიარეთ. კიბის თავზე ნიკა იდგა. ნათიამ ხელი დამავლო და ბავშვის ოთახისკენ წამიყვანა. ნიკას რომ ჩავუარეთ გვერდით, საჩვენებელი თითი ცხვირთან მიუტანა და სვლა არ შეუნელებია ისე მიაძახა:
– არც კი გაბედო!
ხმა მესმოდა, ტიროდა. გული მომეწურა. ოთახში შევედი. საცოდავ ძიძას აღარ იცოდა რა ექნა, რას აღარ აკეთებდა, მაგრამ ვერაფრით ამშვიდებდა. მივედი, ხელში ავიყვანე ჩემი ციცქნა. დაუჯერებელია, მაგრამ გაჩუმდა. გულზე გადავიწვინე და სარწეველა სკამში ჩავჯექი. ჩემს მკერდზე ედო თავი და ეძინა. უკვე მარტო ვიყავი ოთახში... მასთან ერთად. ამ ერთი ციდა არსებას როგორ შეეძლო ჩემი გულის გათბობა?!
– თოთო ბავშვმაც კი იცის რა არის სწორი, თქვენს თავებში როდის შევა? – გავიგე, როგორ ეუბნებოდა ნათია ნიკას.
ძალიან დიდხანს მყავდა გულზე ახუტებული. რომ მივხვდი ღრმად ჩაეძინა, თავზე ვაკოცე და თავის საწოლში ჩავაწვინე. კიდევ დიდხანს ვუყურებდი მძინარეს.
ძიძა უნდა მენახა, მაინტერესებდა როდის ჭამა საჭმელი. მინდოდა ჩემი ხელით მომემზადებინა და მეჭმია. გაუბედავად გამოვედი ოთახიდან, ჯერ კიდევ ვგრძნობდი უხეხულობას. კიბესთან რომ მივედი, ჩემი ოთახისკენ გამექცა თვალი. სევდა შემომაწვა, აღარ ერქვა უკვე ჩემი. ფეხებმა თვითონ მიმიყვანა კარებამდე და გაუბედავად ჩამოვწიე სახელური. შევაღე და ერთ ადგილს მივეყინე. თვალებს არ ვუჯერებდი, ოთახში მთელი კედლები ჩემი პორტრეტებით იყო აჭრელებული. ოთხივე კედელი, ზუსტად იმდენი რამდენი დღეც აღარ ვცხოვრობდი აქ. ყველას თარიღი ჰქონდა მიწერილი. შევედი, გული მეკუმშებოდა, თვალებიდან ცრემლი ჩემდაუნებურად მომდიოდა. კანკალი ამივარდა, საწოლზე სათუთად დაკეცილი ჩემი ხალათი რომ დავინახე. ის ხალათი, რითაც სახლიდან წამომიყვანა და მაშინ მარიკოს ოთახში დამრჩა. მე აღარც მახსოვდა, სამაგიეროდ მას ახსოვდა. ტუმბოზე ქაღალდებთან ერთად, თითქმის დალეული ფანქარი იდო. სწორედ ის ფანქარი, თბილისიდან თურქეთში რომ წამყვა. ეს ოთახი ჩემზე მოგონებებს ინახავდა.
ზურგს უკან სიმხურვალე ვიგრძენი, ზუსტად ისე, როგორც ადრე. ღმერთო როგორ მენატრებოდა ეს ყველაფერი. ვერ მოვბრუნდი, მეშინოდა, ახლა ხელი რომ ეკრა ვერ გადავიტანდი. თმებზე შეხება ვიგრძენი. შევბარბაცდი. იმწამსვე ვიგრძენი ძლიერი ხელი წელზე. ღმერთო როგორ უსაშველოდ მომნატრებოდა. მის სუნთქვას უკვე ყელში ვგრძნობდი. კანზე ცხელი ტუჩების შეხებამ, უკვე საბოლოოდ გამომაცალა ძალა. ნელ-ნელა შემოვბრუნდი და თვალებში ჩავხედე. ცრემლი დავინახე, ერთადერთი ცრემლი. მეტი აღარ შემეძლო. შემოვხვიე ხელები და მთელი სხეულით ავეკარი.
ტუჩებით ჩემი ტუჩები მოძებნა. ხელები მისი მაისურისკენ წავიღე და თითები ბეჭბზე შევუცურე. ამოიგმინა  და ჩემს მაისურს წაეტანა. ერთი ხელის მოსმით გადამაძრო თავიდან და ტუჩები მკერდისკენ გააცოცა. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, სიგიჟემდე მომნატრებოდა მისი ალერსი. ღმერთო, როგორ გავძელი აქამდე. საწოლზე ფრთხილად გადამაწვინა, მაისური თვითონაც გადაიძრო და ჩემსკენ დაიხარა.
განუმეორებელი იყო ეს შეგრძნებები, ენით აღუწერელი. საბოლოოდ გავნთავისუფლდით ზედმეტი ტანსაცმლისგან და თავი დავკარგეთ. ესეც სექსი დიდი ჩხუბის შემდეგ. მართლა განუმეორებელი იყო. ეს იყო შერიგების ალერსი, ერთად ყოფნის ალერსი. კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთი მთლიანობა ვიყავით.
თავი ისევ მის მკერდზე მედო. ისევ ვგრძნობდი მის გულისცემას. ისევ მიწევდა პულსაცია ყოველი მისი შეხებისას. ისევ შემეძლო შემეგრძნო მთელი სხეულით. ეს იყო ბედნიერება.
– აღარსად გაგიშვებ, თუნდაც შენი საწოლის ფეხზე მიბმა დამჭირდეს.
გამეღიმა. აი, ასეთი მიყვარდა, მკაცრი, მომთხოვნი, დესპოტიც კი. ჩემი ნიკუშა იყო.
– არც კი მჯერა, დაგადგათ საშველი? – კარებთან დიმა ყვიროდა.
ორივეს გაგვეცინა.
ყველაფერი ძველებურად იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები