ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2016


ერთით მეტი სარკმელი

მთვარემ სხივებით მიახატა სარკმელი კედელს,
ჩემს ოთახს ახლა ერთით მეტი ფანჯარა  უჩანს,
მე თავს მაწონებს, ეპრანჭება მთვლემარე ქუჩას,
ჩემი ოთახი შეშლილივით აწყდება შუშას...
გამოგონილი სარკმელიდან გავყურებ ხედებს,
ახლა მთვარე ჰგავს წყლით გაჟღენთილ, გაწუწულ ქულას,
საკმარისია, მუჭში მომყვეს, გაიწურება,
ან გალახული გოგოსავით იტირებს სულაც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები