ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2016


ზამთრისა

ისე მოვიდა ზამთარი და სულში გამებჯნა,
რომ ვერას გზებით ვერ იგემა იმგვარვე მიწამ.
იყო სათქმელი უმეტესიც და რაც არ მეთქვა,
მხურვალე ცრემლიც გაყინა და მიჰმადლა მყინვარს!
ახლა კი სხივებს მზე, მზის წილად გულში მიუფებს...
გარსი მყარია!...მომიქცია ზამთრის კლანჭებმა...
ცაზე დიდგვარი, ვებერთელა დიდი მთვარეა,
თან სიწყნარეა... ცივი ზამთრით შეკრული სუნთქვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები