"ჩამოანგრიეთ ყველა სიშორე" ნაძვის ხეებით მორთულ ოთახში, ახლა ფილტვები ჰაერს მიშრობენ, უნდა ჩამოვხსნა, სივრცე ცოტახნით. აკრძალულია ისევ კოცნა და დარჩა წარსული ერთი პირობით. ვზივარ დედობის ჩამქრალ კოცონთან , ძვლივსნამღერები ძილისპირულით... ვაწყდები კედლებს ,გაკრული მკერდით, დავრბივარ, ვეძებ, წითელ შუშხუნებს, დაბადებისდღეს გილოცავ დედი! და ჩემს თავს ახლა ვერც კი გისურვებ. ნაფლეთებივით ვკიდივარ ტოტებს, მზედაჩეხილი დამაქვს დარდები. ვიდრე გახსოვარ, ვიდრე მიგონებ ან ღვთის წინაშე ვიდრე წარვსდგები... უნდა ფერფლიდან ავღსდგე როგორმე მოვიდე, მოვყვე, თოვლის ფეხისხმას, რომ დავანგრიო "ყველა, სიშორე" შენი უჩემო დაბადებისა !
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ის ვარ ის :) ის ვარ ის :)
9. ეს ლექსიმაინცდამაინც ვერ... შენ ალბათ ის კომედიანტი ხარ ვისი პოეზიაც მომწონდა ჰო? :) მოგიკითხე,ბოლო ლექსი მაგარი იყო,სხვებსაც გადავხედავ რაც ჯერ არმინახავს
ეს ლექსიმაინცდამაინც ვერ... შენ ალბათ ის კომედიანტი ხარ ვისი პოეზიაც მომწონდა ჰო? :) მოგიკითხე,ბოლო ლექსი მაგარი იყო,სხვებსაც გადავხედავ რაც ჯერ არმინახავს
8. მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის ხალხო :) ახალ წელს გილოცავთ. მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის ხალხო :) ახალ წელს გილოცავთ.
7. ძალიან რთული და ემოციური თემაა... ფაქიზი ძალიან რთული და ემოციური თემაა... ფაქიზი
5. სულ ცოტა ხნის წინ.. თანამშრომელს 28 წლის, 8 თვის ორსული და გარდაეცვალა.. აი ასე, უეცრად, უმიზეზოდ, ადგა და მოკვდა. ბავშვი გადაარჩინეს.
სულ ცოტა ხნის წინ.. თანამშრომელს 28 წლის, 8 თვის ორსული და გარდაეცვალა.. აი ასე, უეცრად, უმიზეზოდ, ადგა და მოკვდა. ბავშვი გადაარჩინეს.
4. ძალიან ძლიერი ლექსია, როცა ნიშნიანიძემ დაწერა ამ ტემაზე , ,, რა გალეულს და ფერწასულს გხედავ, ჩემო ლამაზო ცოდვილო დედა..,, პრემია მისცეს, სამწუხაროდ აქ სამ კაცს წაუკითხავს. ძალიან ძლიერი ლექსია, როცა ნიშნიანიძემ დაწერა ამ ტემაზე , ,, რა გალეულს და ფერწასულს გხედავ, ჩემო ლამაზო ცოდვილო დედა..,, პრემია მისცეს, სამწუხაროდ აქ სამ კაცს წაუკითხავს.
3. ხო, სევდა დაფარული გრძნობიდან. ხო, სევდა დაფარული გრძნობიდან.
1. ის თემაა, ყველაზე ძალიან რომ მიჭერს ყელში და გულში. .
უბრალოდ, სიმშვიდეს ვუსურვებ ავტორს.. ის თემაა, ყველაზე ძალიან რომ მიჭერს ყელში და გულში. .
უბრალოდ, სიმშვიდეს ვუსურვებ ავტორს..
|
|
მონაცემები არ არის |
|
|