ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: იუმორისტული
31 დეკემბერი, 2016


დაგბედებოდეს სამშობლოვ..

დაგბედებოდეს სამშობლოვ,
სითბო, პური და სინათლე.
სამართლის მოწყურებულებს,
არ მოჰკლებოდეს სიმართლე.
დაგბედებოდს სამშობლოვ,
აკვნის და მოყვრის სიმრავლე
მტრისა და მოყვრის გარჩევა,
ღმერთმა გაშოროს სიგლახე.
დაგბედებოდეს სამშობლოვ,
ყველა ოჯახში ბარაქა,
რუსეთთან დაძმობილება,
ნატოში ჩვენი მარაქა.
დაგბედებოდეს სამშობლოვ,
ლარის დოლარზე სიმყარე,
ძველ წლისთვის გაგვიტანია,
მისი ასეთი სიმდაბლე.
მე მეტი ლოცვა არ ვიცი.
გფარავდეს ყველა წმინდანი,
ახალი წელიც მოვიდა,
გამოჩნდა სანტა წინდათი.))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები