ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პროზა
7 იანვარი, 2017


კაცობა და მეობა

კაცობა და ვაჟკაცობა არასოდეს ეშლებოდა ბიჭიკოს. ადრე, როცა კაი დრო იყო, კარგ ფულს შუოლობდა და კაი პურის ჭამაც იცოდა. ცოლიც თავის ადგილას ჰყავდა და საყვარლებიც. ისეთ ნაშებს ააგდებდა - ხოლმე, ყოველთვის შურდათ მისი საძმაკაცოში. სამსახურიდან რამდენიმე კილომეტრში სამხედრო \გარადოკი\ იყო. რუსის ქალები ყოველთვის უფრო თამამები იყვნენ. დაიგულებდნენ თავიანთ ოფიცერ ქმრებს სამსახურში და ჰაიდაა... არ იკლებდნენ რესტორანს, დროსტარებას და მერე არც ბიჭიკოს აკლებდნებ სიამოვნებას. აბა ქართველი ნაშებს სულ  მალულად და სიფრთხილით უნდა შეხვედროდი. ხან ქმარს ემალებოდნენ, ხან ძმას და ხანაც მეზობელს.
ბევრი ყოლია ბიჭიკოს, ბევრი. ზომა-წონისა თუ თმის ფერის მიხედვით. რომელი ერთი გაიხსენოს... დიახაც! ერთი კაცი თუ იყო, ისიც იყო. არც შვილებს აკლებდა ჭამას და ჩაცმა-დახურვას. საყვარელი სულ ჰყავდა, მაგრამ ცოლს ამის შესახებ არასოდეს გაუგია. ხანდახან იმასაც შეახვედრებდა თავის წილ ალერსს. კარგად იცოდა ბიჭიკომ: ქალისთვის ერთი კაცი ბევრია, ორი კი - ცოტა. ცოლი ზედმეტად არ უნდა გაანებივრო, უნდა გამოუზოგო  ალერსი.  ცოლს უხმოდ უნდა ესმოდეს რას ნიშნავს შენი წარბის აწევა. აბა კაი დედის შვილი იყო და ხმამაღლა გადაკისკისება გაებედა მზიურის.  სხვისას ვერ იტანდა ბიჭიკო თამამ ქალებს, ყურადღების მისაქცევად რომ ტკარცალებდნენ. იქაც კი, სალონიკშიც ამოწმებდა ბიჭიკო ცოლს. დღეში რამდენჯერმე ელაპარაკებოდა სკაიპში და იმ ბებრის სახლს კამერით ათვალიერებდა. ათი წელი ცოტა დრო არაა, ბევრს გაუბოზდა საღვარგარეთ სამუშაოდ გაშვებული ცოლი. მზიურიმ კი ბოლომდე შეინარჩუნა მისდამი ერთგულება. ეს იმიტომ, რომ ბიჭიკო იყო კაი ვაჟაცი. რამე რომ ყოფილიყო არ გამოეპარებოდა.  ათი წლის მერეც ისეთივე მორცხვი იყო მზიური ლოგინში, როგორც იქამდე. შეიცვლებოდა და კაი ჩიტსაც დაიჭერდა. ეგრევე გააპანღურებდა ბიჭიკო. ბიჭიკაძეების გვარში ბოზი არავის ჰყოლია ცოლად და არც ეყოლება!
აბა ახლანდელი კაცები რა კაცები არიან. სხვასთან ნაგულავებ ქალს რომ ოჯახში შემოიყვან ეგაა საქმე?! გაფუჭდა ქვეყანა! კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი - ქალს. არც თავისი შვილიშვილების საქციელი მოსწონს ბიჭიკოს, მარა სიძე ჰყავს ლონდრე და ამჩემფეხება. ამას წინათ თათია შეყვარებულმა სადარბაზომდე მოაცილა. ბიჭიკო ფანჯრიდან ხედავდა და კინაღამ გული გაუჩერდა: დამშვიდობებისას ისე ურცხვად აკოცეს ტუჩებში ერთმანეთს, რომ უეჭველია მათ შორის სხვანაირი სიახლოვე იქნება.
ქვეყანა რომ აირია და უმუშევარი დარჩა, ბიჭიკოსაც გაუჭირდა. ცოლის გამოგზავნილ ფულს ვეღარ აწვდენდა ყველას და ყველაფერს. იმ დროიდან დაიწყო მოკრძალებული ცხოვრება, ნელ-ნელა შემოეცალა საყვარლები.  ამასოაში ასაკიც მიემატა. ახლა კიდევ ეს დაემართა. გული არ ბერდებაო - რა ზუსტი ნათქვამი ყოფილა. ისევ ძველებურ გულავს და ლაღ ცხოვრებას ითხოვს გული... გამოვა, გამოძვრება ბიჭიკო ამ მდგომარეობიდან, ისევ ჩაებმება კაცური ცხოვრების ფერხულში და შვილიშვილებსაც მიხედავს.
  სადაა ეს ქალი ამდენ ხანს! ხომ იცის, რომ მალე დაჭირდება ბიჭიკოს, ახლოს არ უნდა იყოს?!
გაბრაზებულმა ბიჭიკომ ხელჯოხი რამდენკერმე მიუკაკუნა საპირფარეშოს კარებს.
-მოვდივარ ჰო, მოვდივარ - მოაძახა მზიურიმ და კარი შემოაღო.
-შენი დედა მ........ ! ხომ იცი ჩემით ვერ ვიწმენდ! - მრისხანედ წაიჩიფჩიფა მარჯვენა მხარეს ყბამოქცეულმა ბიჭიკომ და მთელი ძალისხმევით უნიტაზიდან ოდნავ წამოიწია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები