ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2017


ნატვრა (თოვლისა და საერთაშორისო საზღვაო რეგატის შესახებ)


როცა იქნება, ჩვენივე შრომით 
მონდომებითგალამაზებულ-  განახლებულ,
თანამედროვე, ევროპულ და ფეხზე დამდგარ,
მშვიდობიანად გამთლიანებულ  საქართველოში -
დაბრუნებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში -
ერთიანობის ჩვენებური სიყვარული წამოვა თოვლად,
მის  სისპეტაკეს  კეთილდღეობის სუფთა ფრთები აქვს.
თავად  მოყვება,
ახდენილ ნატვრის უამრავ გულში ერთად ანთებას,
სოხუმი,უკან დაბრუნებული, და სხვა საპორტო ქალაქები აქ,
მსოფლიოს ირგვლივ, დიდი რეგატის სასტარტო ხაზზე
ჩამწკრივებულ თეთრაფრებიან ბრიგანტინებს დაემსგავსება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები