 | ავტორი: ცამეტი 13 ჟანრი: პოეზია 16 იანვარი, 2017 |
ღამეა ახლა. ფიქრების და დარდების ჟამი, წყვდიადისფერად შეღებილი გარემოება, მე ყოველ დილით, ყოველ ჯერზე, რომ ვიბადები, მანამდე ღამე მარტოობას მემათხოვრება. გავიყოფ შენთან წყურვილებს და სულის სიგიჟეს, თავის დაკარგვა რახანია უკვე მითია, ნისლებშეპარულ ქუჩებში კი დავიარები და უპასუხოდ მერამდენედ ვხვდები განთიადს. ათასი კითხვა ეჭვებად რომ შემოგიჩნდება, დაუსაბამო, უსიტყვო და ზედმეტად მკაცრი, დავიფიცებდი, რომ შემეძლოს,დავიფიცებდი, რომ ამ ცხოვრებას მაინც აქვს სულ ცოტა აზრი. ვნებებს აცხრება სიყვარულის შემოტევები, თუკი არსებობს ავად ყოფნა, შენით ვარ ავად, ყოველ ფეთქვაზე, ყოველ პულსზე, რომ მახსენდები და გაფიქრება მთელ სიცოცხლედ მაშინვე კმარა. ღამეა ახლა. ფიქრების და დარდების ჟამი, თვალის გახელის თუკი შემრჩა მცირედი ძალა, მცნებებს დავარღვევ ისე ძლიერ მეიმედები, ღმერთი ხომ ჩემთვის შენს თვალებში ყოველთვის ჩანდა. არაფერია აწმყოსა და წარსულებს შორის, არაფერია მიტევება თუ არ შემინდე, ლექსებდაცლილი პოეზიის რითმებად მოვალ, და ყოველ ჯერზე დაუღლელად მიგისაკუთრებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა. ასევე <3 მადლობა. ასევე <3
6. რა უცნაურია, მოწონებიათ და ქულა არ დაუწერიათ, ან ვერ დაუწერიათ.
იყო ადგილები რომლებიც ძალიან მომეწონა. საბოლოო ჯამში დავწერ 4-ს და წარმატებებს გისურვებთ.
ჰო, 13 კარგი რიცხვია. :)) რა უცნაურია, მოწონებიათ და ქულა არ დაუწერიათ, ან ვერ დაუწერიათ.
იყო ადგილები რომლებიც ძალიან მომეწონა. საბოლოო ჯამში დავწერ 4-ს და წარმატებებს გისურვებთ.
ჰო, 13 კარგი რიცხვია. :))
5. მიხარია თუ მოგეწონა <3 მიხარია თუ მოგეწონა <3
4. "ღამეა ახლა ფიქრების და დარდების ჟამი, უა(რ)მინდობა გარეთაა...მე კი მინდები..." ჩემი ჩანახატის მონაკვეთი გამახსენდა...რა კარგი იყო ბოლოს ჟრუანტელმა დამიარა.ახლაც თავიდან გადავიკითხე ისე მომეწონა. "ღამეა ახლა ფიქრების და დარდების ჟამი, უა(რ)მინდობა გარეთაა...მე კი მინდები..." ჩემი ჩანახატის მონაკვეთი გამახსენდა...რა კარგი იყო ბოლოს ჟრუანტელმა დამიარა.ახლაც თავიდან გადავიკითხე ისე მომეწონა.
3. "ღამეა ახლა ფიქრების და დარდების ჟამი, უა(რ)მინდობა გარეთაა...მე კი მინდები..." ჩემი ჩანახატის მონაკვეთი გამახსენდა...რა კარგი იყო ბოლოს ჟრუანტელმა დამიარა.ახლაც თავიდან გადავიკითხე ისე მომეწონა. "ღამეა ახლა ფიქრების და დარდების ჟამი, უა(რ)მინდობა გარეთაა...მე კი მინდები..." ჩემი ჩანახატის მონაკვეთი გამახსენდა...რა კარგი იყო ბოლოს ჟრუანტელმა დამიარა.ახლაც თავიდან გადავიკითხე ისე მომეწონა.
2. ,,ღმერთი ხომ ჩემთვის შენს თვალებში ყოველთვის ჩანდა''. რა ვთქვა?! მიკვირს უბრალოდ. -_-
,,ღმერთი ხომ ჩემთვის შენს თვალებში ყოველთვის ჩანდა``. რა ვთქვა?! მიკვირს უბრალოდ. -_-
1. 13 კარგი რიცხვია. მთელ თავზე 13 მაწერია ;დ ტატუ 13 კარგი რიცხვია. მთელ თავზე 13 მაწერია ;დ ტატუ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|