ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: საბავშვო
10 იანვარი, 2017


ტყეში მყოფი ანაბელი

ტყეში ვნახე თეთრი დათვი,
შექცეოდა კენკრას.
შევთავაზე;  დათუნია,
ჩემი უნდა გერქვას.

ტყის შვილი ვარ! შემომძახა,-
შენებრ მე ვერ გავძლებ,
გულს ვერ ვუდებ ბეტონებით
აშენებულ სახლებს.

მომეფერა, მოვეფერე,
მის გაბანჯგვლულ თათებს,-
მართალი ხარ დათუნია,
ტყეში მეც ვერ გავძლებ.

ცხოველების თბილი გული,
დღეს მჩუქნიან მზიანს,
მაგრამ მათთვის ჩემი სახლი,
საპყრობილეც კია.

ტყე, ტყის შვილებს ღვაწლს გაუწევს,
მე კი ჩემი სახლი.
დედამ ქილით დამახვედრა,
მზესუმზირის თაფლი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები