ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2017


* * *

ჩვენ - მოლოდინი გვაცოცხლებს ხშირად,
(ცრურწმენებისაც სჯეროდათ უწინ...)
და მეც რწმენით, ცრუ ან ნამდვილით.,
შენ დაბრუნებას ისევე ვუცდი....
არსებობს რაღაც, ლოდინზე მეტი,
და გაცრუება იმედის - მძიმე,
მერე ვბრუნდებით მაინც თავიდან,
კვლავ მოლოდინთან, ისევე პირველ....
როგორ აფუჭებს ყველაფერს ხშირად,
სულ ერთი სიტყვა, ერთი 'მემგონი'
როდესაც დგება მომენტი ეჭვის,
საკუთარ თავსაც რომ ვერ ენდობი....
ჩვენ - მოლოდინი გვაცოცხლებს ხშირად,
(ცრურწმენებისაც სჯეროდათ უწინ...)
წიგნის ყველა გვერდს ბოლო აქვს სადღაც
და დასაწყისი ახალი ფურცლის....

ლიკა ოხანაშვილი
12.01.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები