უცნაური სიზმარი ვნახე და ზუსტად მეცხრე დღეს დავხატე, უფრო სწორად კი ჩავხატე პატარა ბლოკნოტში, რომელსაც სამუდამოდ დავიმახსოვრებ, ალბათ...
********** სამრეკლო შენდებოდა, მალე იქ ზარების გუნდი უნდა აჟღერებულიყო. ერთ-ერთი მოძღვარი მუშებს გარეოდა და აგურს თვითონაც ეზიდებოდა. უგური აგურზე იდებოდა და სამრეკლოს ერთი კედლის მშენებლობაც სრულდებოდა. დღე დღეს მისდევდა, ყველაფერი იცვლებოდა გარდა ერთისა: ყოველ დილით, მოხუცი კაცი გაღვიძებისთანავე იბანდა ხელ-პირს, იცვამდა საშემოდგომო პლაშს, თავზე ბერეტს იხურავდა და ხსნიდა უზარმაზარ, სადარბაზოს ძველებურ კარს. შემდეგ ვიწრო ქუჩას გაუყვებოდა და პატარა ბაღსაც გადაჭრიდა. მშენებლობას მიუახლოვდებოდა და იქვე ხის სკამზე ჩამოჯდებოდა. დაკვირვებით ადევნებდა თვალყურს ყოველივეს, თითქოს შენიშვნებიც ქონდა და ხელის მოძრაობით თავისთვის აზომ-დაზომავდა კედელს. თავს გაიქნევდა კმაყოფილების თუ უკმაყოფილების ნიშნად და გადახედავდა ახალგაზრდა მოძღვარს, რომელიც მუშებთან ერთად ისარჯებოდა, ისიც გაუღიმებდა და ხალისით განაგძბდა მუშაობას, თითქოს სიამოვნებდა ვიღაც, რომ აკვირდებოდა და სახის გამომეტყველებით კარნახობდა, როგორ უნდა ამოეყვანა სამრეკლოს კედელი.
რამოდენიმე თვე გავიდა. ისევ იღებოდა და იხურებოდა ხის, ძველებური კარი და ისევ იდებოდა აგური აგურზე, მოხუცი ჩვეულებისამებრ მიაბიჯებდა ვიწრო ქუჩაზე და უმზერდა მშენებლობას. ზარებიც მოიტანეს. ნელ-ნელა აუყვნენ სამრეკლოს კიბეებს. მოძღვარი წინ მიუძღოდა მუშებს.
უკვე სტიქაროსანი იდგა სამრეკლოზე და ზარების თოკებს სინქრონულად ათამაშებდა. მოხუცი კაცი მოძღვარს მიუახლოვდა , მამაშვილურად ჩაიკრა გულში და უთხრა:
___ შენ, რომ ასე გულმოდგინედ შრომობ, სხვები რატომ არ აკეთებენ იგივეს?
ალილუია, ალილუია, ალილუია, სახელითა მამისათა და ძისათა და სულითა წმინდისათა,
დაიფარე უფალო ახლად შესვენებული, მონაი…...
სამჯერ შემოტარებული საკმეველი და რელიგიური რიტუალის დასრულების შემდეგ გახსენებული სამრეკლოს მშენებლობის ისტორია...
მეცხრე დღეს ნანახი სიზმარი და ჩახატული პატარა სიზმარი, სიზმარი , რომელსაც არასდროს დავივიწყებ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ბარნოოოოოოოოო ლამაზუკააააააა მოგეფერეო:) კარგია კარგი:)5 ბარნოოოოოოოოო ლამაზუკააააააა მოგეფერეო:) კარგია კარგი:)5
9. ნატა ნატა :-* მადლობ ქალბატონო თამარ :) ნატა ნატა :-* მადლობ ქალბატონო თამარ :)
8. კარგია, ბარნო! კარგია, ბარნო!
7. ბარნო 5 :-* ბარნო 5 :-*
6. გმადლობთ ქალბატონო მანანა :) ხელოვანო მომენატრეეეე :-* დღეს ბაბუს დაბადების დღეა ხოდა გამახსენდა დადავდე, თუმცა. ეს ადრე დავწერე მეცხრე დღეს :( ჭა ყველაზე საინტერესო ჭა ხარ :) გმადლობთ ქალბატონო მანანა :) ხელოვანო მომენატრეეეე :-* დღეს ბაბუს დაბადების დღეა ხოდა გამახსენდა დადავდე, თუმცა. ეს ადრე დავწერე მეცხრე დღეს :( ჭა ყველაზე საინტერესო ჭა ხარ :)
5. კარგია, ქრისტიანო, მიყვარხარ. 5 კარგია, ქრისტიანო, მიყვარხარ. 5
4. ჩემიანი...
მე კი ლიტანიობის საღამო გამახსენდა... ვიგრძენი... სულამდე...
ჩემიანი...
მე კი ლიტანიობის საღამო გამახსენდა... ვიგრძენი... სულამდე...
3. ასეთს მართლაც არ ივიწყებენ:)5 ასეთს მართლაც არ ივიწყებენ:)5
2. იყოს ნეკერ არ შევცვლი, ბაბუაჩემს მასე მოწონდა:Dხოდა ეს ბაბუას ეძღვნება:)მადლობ რჩევისთვის :-* ირი :-* იყოს ნეკერ არ შევცვლი, ბაბუაჩემს მასე მოწონდა:Dხოდა ეს ბაბუას ეძღვნება:)მადლობ რჩევისთვის :-* ირი :-*
1. ბარნო პლაში მომხვდა ცუდად :) იქნებ შეცვალო? ბარნო პლაში მომხვდა ცუდად :) იქნებ შეცვალო?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|