ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
21 იანვარი, 2017


პატარა ემიგრანტი

      შემოდგომის ბოლო დღე იდგა. წვიმიანი ამინდი იყო.
ლუკა მშობლებთან ერთად გემბანზე ავიდა, ხელში დედა ენა ეჭირა, დედას და მამას დიდი გორგოლაჭებიანი ჩემოდნები. ეს მისი პირველი მგზავრობა იყო გემით. დედის თხოვნით მათ არავინ აცილე
ბდა, ზედმეტი ემოციები არ უნდოდა.
  ლუკა ჯერ მხოლოდ ხუთი წლის იყო, მაგრამ უკვე იცოდა ქირა, გირაო და ლომბარდი, უმუშევრად დარჩენილი მშობლებისგან თითქმის ყოველდრე ესმოდა ეს სიტყვები.
  დედა, მერცხლები ანძაზე რომ სხედან ჩვენთან ერთად მოდიან? კი შვილო, მერე გაზაფხულზე ჩვენთან ერთად დაბრუნდებიან და ჩვენს ახალ სახლზე ბუდეს აიშენებენ, კარგია, ესე იგი ჩემი ოცნებები  ასრულდება, დედამ დანისლული თვალები ბავშვშ მოარიდა.
    თბილ ქვეყანაში ჩასულ ლუკას დეიდა დახვდა, მართალია არ ენახა, მაგრამ მაინც თბილად შეხვდა ბავშვი, ის სტაჟიანი ემიგრანტი იყო. მისი წყალობით მშობლებმა სამუშაო მალე იშოვეს. სამივენი სხვადასხვა სმენებში მუშაობდნენ, რომ ლუკა მარტო არ დაეტოვათ.
    უცხოელ თანატოლებთან თამაშით მათი ენა მალე ისწავლა. სექტემბერში როცა სკოლაში მივიდა უცხო ანბანთან ერთად, ქართული დედა-ენაც ედო ჩანთაში. მასწავლებელმა სთხოვა ეამბნა თავის სამშობლოზე, ლუკას თვალები გაუბრწყინდა, აქცენტით დაიწყო მოყოლა, თანაკლასელებმა სიცილი ატეხეს. მასწავლებლის შენიშვნის მიუხედავად ასე თითქმის  ყოველდღე მეორდებოდა.
  ერთ დღეს დედას განუცხადა სკოლაში აღარ ივლიდა. გამოსავალი დეიდამ იპოვა.ლუკა ემიგრანტების სპეციალურ სკოლაში მიიყვანეს. აქ თითქმის ყველა ქვეყნიდან  იყვნენ მისი თანატოლები, ყველანი აქცენტით ლაპარაკობდნენ. საბა და ბექაც აქ გაიცნო, ახლა უკვე სიხარულით დადიოდა სკოლაში. სახლში დედა ქართულში ამეცადინებდა, მამა საქართველოს ისტორიას უკითხავდა. სამშობლოში დასაბრუნებლად ამზადებდნენ.
    ხუთმა წელმა მალე გაირბინა. მსობლებმა ისევ დაიწყეს ბარგის ჩალაგება, ახალა უფრო მოზრდილი ჩანთები ქონდათ.
ლუკა სკოლაში უჩანთოდ წავიდა კლასელებს და მასწავლებლებს დაემშვიდობა. ცრემლები მოადგა თვალზე როცა შავკანიანმა მიმიმ, მისი ამოქარგული ქართული  დროშა აჩუქა. უსაჩუქროდ არც მასწავლებელმა დატოვა საკლასო ალბომი წარწერით. ,,ყველას გვიყვარხარ, უშენოდ მოვიწყენთ,,.
  ემოციებით დაღლილს საღამოს ადრე ჩაეძინა, სიზმრად ახალი სახლი ნახა..
დილით გემბანზე მერცხლები ჟღურტუნით შეხვდნენ ლუკას....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები