ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2017


მშობლიურ ჭიათურას

აქ, ჩემს ქალაქში მდინარეს აქვს თალხი სამოსი,
ჩემი ქალაქის ზეცა ზოგჯერ ნაცრისფერია,
მაგრამ სილურჯე მოედება, მზე რომ ამოდის
და ჩიტუნები გაზაფხულის ამინდს მღერიან.

მედიდურ კლდეებს ისტორიის იერი ახლავთ,
თვით მეფე თამარს გაკვირვება გამოუხატავს,
როცა ინება აქაური გარემოს ნახვა,
უჩვეულოდ რომ მოუწყვია ბუნების მხატვარს.

ჩემს ქალაქს არცთუ შესაშური დრო უდგას ახლა,
მივიწყებისგან ხეებსაც კი დაეტყოთ დაღლა,
არ ძალუძს ტირიფს, ტოტები რომ აღაპყროს მაღლა,
აქვე ასწლოვან მაგნოლიას შეხვდები, გამხმარს.

ვნანობ, აქამდე არაფერი დამიწერია,
ან ამ სტროფებით რას შევმატებ კარგსა და ახალს,
ქალაქს, რომელიც ნოსტალგიის ათი წელია,
ჩემს ქალაქს, ჩემი ბავშვობა რომ შემოუნახავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები