ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პროზა
30 იანვარი, 2017


პოეტი

შორიდან გიყურებ როგორ წერ..სიგარეტით ხელში...
დაწერ..
მოწევ...
დაწერ..
მოწევ...
ან პირიქით...
ეს წვერიც რაღაცნაირს გხდის..მამაკაცურს..ხან ისეთი სერიოზული ხარ,შენს ასაკში ეჭვი მეპარება..მაგრამ ერთი გაღიმება და საოცრად სხვანაირი ხდები...ბავშვური,თბილი...
მე ყველანაირი მომწონხარ...
მომწონხარ სასმელის და თამბაქოს სუნიანი...
მომწონხარ როცა შენივე ლექსს კითხულობ, შენებური მანერით...
გიყურებ...
შორიდან..
არ იცი რომ გიყურებ...
შენ უბრალოდ წერ...
გიყურებ და მეღიმება სიამოვნებისგან,რომ ახლოს ხარ..
რაღაც დროის მერე  მამჩნევ და მანიშნებ რომ შენთან მოვიდე..
მე კალთაში გიჯდები და კისერში გეხუტები..
საოცარი სუნი გაქვს...
გაიზარდე თმა..რომ ხელი შეგიცურო და ხან ცხვირი ჩავრგო...)
საფეთქლებს გიკოცნი..თვალებს,სიცილისგან რომ გეჭუტება..
გინდა ჩაი გაგიკეთო?
არ მიშვებ..
მაშინ შოკოლადები ვჭამოთ...
შენ მწარე შოკოლადი გიყვარს...
მე ყველაფერი ის,რაც შენ...
მიყვარხარ...
გკოცნი ჩემი შოკოლადიანი ტუჩებით შენს შოკოლადიან ტუჩებზე...
ამბობ,რომ გემრიელი ვარ...
მე ვამბობ,რომ შენ ამის გარეშეც ხარ გემრიელი...
გარეთ ისევ წვიმა წამოვიდა..
ვდგები და ფანჯარას ვხურავ..
მალე დაღამდება..
მოდიხარ და ზურგზე მეხუტები...თვალებს ვხუჭავ და ვიტრუნები..
_წამაკითხე შენი ნაწერები..
ამბობ,რომ ჯერ ადრეა..ჯერ უნდა მორჩე წერას და მერე...
-მე ვიქნები შენს წიგნში?გეკითხები და მეცინება
-შენ არა..შენ ჩემთან იქნები....
მინდა მჯეროდეს..
ვიჯერებ...
გიჯერებ...
-ჩემო თოჯინა...მეუბნები და უფრო მაგრად მიხუტებ...
მინდიხარ.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები