ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2017


სისუსტე (5)

****
ალბათ კიდევ დიდი დრო გავიდა, სანამ გონზე მოვედი და აზრების მოკრება შევძელი.
– აჰა... – ესღა აღმომხდა და კვლავ დავდუმდი.
ან რა უნდა მეთქვა? ისიც ვეღარ გამეგო, გამხარებოდა თუ მწყენოდა მისი წინადადება? ეშვილა ჭორფლიანი ცხვირი –გულის სიღრმეში ყოველთვის მეშინოდა ამის. მეშინოდა, რომ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მის შვილად აყვანას გადაწყვეტდა და ჩემი ცხოვრებიდან წაიყვანდა. ახლა კი ვინ მთავაზობდა ამას? ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ ასე ახლობელი მეჩვენებოდა, ახლა კი თითქოს უკვე სხვა პლანეტაზე იდგა. თან პარალელურად მოძრავ პლანეტაზე, ისე რომ რამდენიც არ უნდა ევლოთ ამ პლანეტებს, ერთმაანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა ნულის ტოლი იყო. მას ცოლი ჰყავდა.
– რა თქმა უნდა, შენ ისეთივე ურთიერთობა გექნება მასთან, როგორც ადრე. – თითქოს ფიქრს მიმიხვდა.
ჩავახველე, რომ ხმის დამორჩილება შემძლებოდა.
– შენი მეუღლე... – გაუბედავად წამოვიწყე. – ადვილი არ არის...
– ეგ უკვე ჩვენი საქმეა. – შემაწყვეტინა.
მომეჩვენა, რომ საკმაოდ ცივად წარმოსთქვა ეს სიტყვები. შეიძლება მართლა მომეჩვენა, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო.
– ანა,  – ისევ ბექამ წამოიწყო. – მზად ვარ სრული პასუხისმგებლობა ავიღო მის მკურნალობაზე. – ცოტა ხანი გაჩუმდა. ჩემს რეაქციას დაელოდა. ვდუმდი. – იმედია იმის ახსნა არ მჭირდება, რომ მიუხედავად იურიდიული უფლებისა, მაინც შენ გადაწყვეტ ბევრ რამეს. როგორც კი უფლებას მივიღებ, მას ჩემთან გადავიყვანთ და შენც მასთან ერთად წამოხვალ.
ვიგრძენი როგორ დამიარა მტკივნეულმა ტალღამ. იმის წარმოდგენაზე, რომ მე ერთჭერქვეშ უნდა მეცხოვრა, მასთან და მის მეუღლესთან ერთად. იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა, რომ მას ვნახავდი სიყვარულით აღსავსეს და ეს სიყვარული სულაც არ იქნებოდა ჩემი. მეტისმეტად ამბიციური ფიქრები იყო არა?  მაგრამ ეს ზუსტად ის იყო, რასაც ვგრძნობდი. უკვე სიგიჟემდე მიყვარდა. ცხოვრებაში პირველად მიყვარდა და ასე მტკივნეულად.
– თანახმა ვარ. – თავაადაც გამიკვირდა საკუთარი სიტყვები. როგორც ჩანს გრძნობამ სძლია გონებას. მან მძლია მე. ვაღიარე საკუთარ თავთან, რომ ის ჩემი სისუსტე იყო. როგორც ჩანს არც ისეთი მაგარი გოგო ვიყავი, როგორიც მეგონა.
იმ დღესვე დაელაპარაკა სოციალური აგენტს. გაარკვია ყველა საჭირო პროცედურა და აქტიურად შეუდგა საქმის მოგვარებას. ჭორფლიანს მე უნდა დავლაპარაკებოდი. მინდოდა ფაქიზად და ზუსტად ამეხსნა საქმის ვითარება. იმ სიტყვებით მეთქვა, რომელსაც უფრო ადვილად მიიღებდა. თითქმის ათი წუთი ვიდექი მისი პალატის კართან და აზრების მოკრებას ვცდილობდი. ბოლოს ღრმად ჩავისუნთქე და შევედი.
როგორც ყოველთვის ანთებულ თვალები შემომანათა და ამან ათჯერ უფრო გააძნელა საუბრის დაწყება.
– ბექა მოგწონს? – წამოვიწყე, როგორც კი საჭირო დრო სევარჩიე.
– მაგარი ადამიანია სამყაროს ცენტრი. – თვალები გაუბრწყინდა.
– რას იტყვი მის სახლში რომ გადახვიდე საცხოვრებლად? – გაუბედავად შევაპარე.
სახეზე ჯერ გაოცება გამოეხატა, მერე შიში გაუკრთა. დარწმუნებული ვარ ჩემი აღელვებული განწყობა იგრძნო და შევეცადე უფრო ლაღად გამეგრძელებინა საუბარი.
– ძალიან დიდ და ლამაზ სახლში ცხოვრობს.
– უნდა მიშვილოს? – თითქმის ჩაიჩურჩულა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს საკითხი ჩემზე ნაკლებად არ აღელვებდა. საკმაოდ ჭკვიანი ბავშვი იყო და იმასაც ხვდებოდა, რომ მისი გაშვილების შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთს დავშორდებოდით. – მერე, შენი სახლი... – ვეღარ გააგრძელა, ვიგრძენი, როგორ მოაწვა ყელში ბურთი.
– ჩემთან მაშინვე წაგიყვან, როგორც კი კარგად გახდები. – მთელ ძალას ვიკრებდი, რომ არ ავტირებულიყავი.
– შენც ივლი ხოლმე იქ? – აკანკალებული ხმით მკითხა.
– რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში არც კი დავთანხმდებოდი. ხომ იცი, შენს ნახვას ვერავინ დამიშლის. – დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. – თან იქ ღამეც შემეძლება შენთან დარჩენა. – გაღიმებას შევეცადე. დავინახე, როგორ გაუბრწყინდა თვალები.
მთავარი ნაბიჯი უკვე გადგმული მქოდა. ახლა ლალი დეიდა რჩებოდა. რა თქმა უნდა იცოდა ჭორფლიანი ცხვირის შესახებ და ხშირადაც ნახულობდა ხოლმე საავადმყოფოში, მაგრამ მისთვის მაინც ძნელი ასახსნელი იქნებოდა. ბექას საერთოდ არ იცნობდა და რით  უნდა გამემართლებინა მის სახლში გატარებული ღამეები? მოტყუებას არ ვაპირებდი და გადავწყვიტე მაქსიმალურად სწრაფად მეთქვა ყველაფერი. დაველაპარაკე კიდეც. ცოტა გამიპროტესტა, ცოტა დამტუქსა, ცოტა ჭკუა დამარიგა, ცოტა წაიტირა და მაინც შეეგუა. ასეც ვიცოდი. რჩებოდა ფორმალური მხარე და მთავარი – ბექას ცოლი.
საკამოდ მწირი ინფორმაცია მქონდა მასზე. ვიცოდი მხოლოდ რომ მაია ერქვა და ამერიკაში იმყოფებოდა. ვერ გეტყვით რა ურთიერთობა ჰქონდა ცოლ-ქმარს, ამ საკითხზე საკმაოდ სიტყვაძუნწი იყო ბექა. არც ჩემთვის იყო ადვილი მისგან საკუთარი ცოლის ხშირი ხსენება და არც ჩავძიებივარ. გადავწყვიტე, რომ როგორც კი ყველაფერი მოგვარდებოდა, მოვიკრებდი ყველანაირ ძალას და ისევ მოვიხმობდი საკუთარ „პრაგმატულ მეს“, თუნდაც ჯანდაბიდან ყურით მოვათრევდი და ვაიძულებდი საკუთარ თავს, დავბრუნებულიყავი რეალობაში.
რამდენიმე დღეში მოაგვარა ყველაფერი. შვილად აყვანაზე უარი უთხრეს, მხოლოდ მეურვეობის გადაცემის საკითხს განიხილავდნენ. ამისთვის ბოლო ნაბიჯი კი მისი მეუღლის თანხმობა იყო. ანუ ამ შემთხვევაში მეურვეობა მარტო ბექას გადაეცემოდა. თითქოს გამიხარდა კიდეც. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ მის ცოლს ჭორფლიან ცხვირზე რამე უფლება ექნებოდა.
არ მინახავს მისი ცოლი, არც მას უთქვამს ჩამოვიდაო, უბრალოდ ერთ დღესაც ნოტარიულად დამოწმებული წერილი მოიტანა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მაია თანახმა იყო, მისი მეუღლისთვის მეურვეობა გადაეცათ. დაახლოებით ერთი თვე დაჭირდა ყველა პროცედურას.
ერთი თვის მერე ბექა მისი ოფიციალური მეურვე იყო და უკვე შეგვეძლო მურნალობის გგრძელებაზე გვეფიქრა. რა თქმა უნდა იმას ვხვდებოდი, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო. ვიცოდი, როცა ექიმები მეუბნებოდნენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მკურნალობა თითქმის შეუძლებელი, ეს სულაც არ იყო სიმართლეს მოკლებული. მაგრამ ჩემთვის ამ წინადადებაში მთავარი იყო „თითქმის“, მათ უბრალოდ არ უნდოდათ ეს გაეგოთ. ბექამ მოიძია ყველა არსებული კლინიკა და ყველგან გადააგზავნა ჭორფლიანი ცხვირის ავადმყოფობის ისტორია. პასუხს ველოდით. მერე დაელაპარაკა ექიმებს მისი სახლში წაყვანის შესაძლებლობა განიხილა. რისკი არსებობდა, თუმცა ბექამ მოახერხა და სახლშიც შექმნა იგივე პირობები, რაც საავადმყოფოში ქონდა წორფლილან ცხვირს, დაიქირავა მომვლელი, რომელიც დღეში რამდენჯერმე მოვიდოდა. ასევე მოგვიწევდა მისი ტარება პროცედურებზე, თუმცა ამას შევძლებდით და აი, დადგა ის დღე, როცა შეგვეძლო ჭორფლიანი ცხვირი „სახლში“ წაგვეყვანა.
ნათლად მახსოვს ის დღე. ჭორფლიანი ცხვირის ბედნერი თვალები და ბექას ძლიერ მკლავებში მოქცეული მისი სუსტი, უღონო სხეული. იცით რა მახსოვს? სხივებისთვის მიშვერილი, მისი გაფითრებული სახე, მზის ანარეკლზე მისი კანი თითქოს გამჭვირვალე ჩანდა, ჭორფლები კი შემოდგომის ფოთლებივით დაყროდა ცხვირზე. ამ ყველაფერთან საოცარ კონტრასტს ქმნიდა ბექას მუქი კანი და ჭორფლიანი ცხვირის თავზე მისი სისხლისფერი ბაგეები. აბსოლუტურად სხვანაირი კუთხით ვხედავდი მაშინ ბექას, სულ სხვანაირი ემოციები ჰქონდა, რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ბექასგან, რომელიც გაცნობის პირველ დღეს ვნახე. შეიძლება ითქვას, ჭორფლიან ცხვირთან სულ სხვა ადამიანი იყო და მე გონების დაკარგვამდე მიყვარდა ეს ორი არსება.


****
საკმაოდ მარტივად შეეგუა ჭორფლიანი ცხვირი ბექას სახლს. მის ოთახს დიდი აივანი ჰქონდა და დილაობით იქ გაგვყავდა. არ ვგეგმავდი ბექასთან ხშირად ყოფნას, მაგრამ თითქმის არ გამომდიოდა. შეიძლება ითქვას მასთან გადავსახლდი. უფრო სწრად ჭორფლიანის ოთახში ვატარებდი დროის უდიდეს ნაწილს.
თითქოს უკეთესობას ვატყობდი ჭორფლიანს, თითქოს ცოტაც და ეს საშინელი სიზმარი დამთავრდებოდა, მაგრამ რეალობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა ვიდრე ველოდი.
მსოფლიოს ქალაქების დაახლოებით ოც კლინიკაში გვქონდა გაგზავნილი ჭორფლიანი ცხვირის ავადმყოფობის ისტორია და მათგან მხოლოდ ორისგან მივიღეთ ოდნავ სანუგეშო პასუხი. ისინი ავადმყოფის ადგილზე გამოკვლევას მოითხოვდნენ. ასე ვთქვათ დიდად არ ენდობოდნენ მანამდე ჩატარებულ პროცედურებს.
პირველად თურქეთში გავფრინდით...
პირველად იქ ვიგრძენი რას ნიშნავს, როცა ყველაზე სანუკვარს გართმევენ – იმედს.
არ მახსოვს რას ამბობდა ექიმი. საერთოდ არ მესმოდა ხმა, მხოლოდ მის მოძრავ ულვაშებს ვხედავდი და მიკვირდა  როგორ შეეძლო ასე მოქნილად ემოძრავებინა ტუჩები, მაშინ როცა ესოდენ მძიმე სიტყვებს წარმოთქვამდა.
მაშინ გამოვერკვიე, როცა ბექას ხელი ვიგრძენი საკუთარ თითებზე და დავინახე, რომ მთელი ძალით ჩავფრენოდი მის ხელს. იმდენად ვუჭერდი ფრჩხილებს, რომ სისხლის კვალიც კი შევამჩნიე. არ უცდია ხელის განთავისუფლება, პირიქთ ნაზად მისვამდა თავის ძლიერ, დაძარღვულ ხელს თითებზე.
ერთიანად მოვეშვი, იმდენად, რომ რამდენიმე წამით უწონადობის შეგრძნება მქონდა. მერე საყრდენი ვიგრძენი და სხეულის ყველა კუნთი ამტკივდა. ვარჯიშის მერე რომ გრძნობს ადამიანი, ისეთ ტკივილს ვგრძნობდი. ეტყობა საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი დაძაბული.
როგორც კი კლინიკიდან გამოვედით სუფთა ჰაერმა საბოლოოდ გამომიყვანა მდგომარეობიდა და ნელ-ნელა ვაცნობიერებდი რამდენად სერიოზულად იყო საქმე. მთელ ძალას ვიკრებდი რომ არ მეტირა. მეგონა ერთი ცრემლი მაინც რომ გადმომეგდო, ამით დავნებდებოდი და ხელს ჩავიქნევდი. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა – არ დავნებებულიყავი.
– ანა, – საოცრად მზრუნველი ხმა ჰქონდა.
გაურკვეველი ბგერები ამოვუშვი, უფრო ამოკვნესებას ჰგავდა და მისკენ შემოვბრუნდი. სახეზე მზის სხივები მეცემოდა და თვალები ოდნავ მოვჭუტე. ეს კიდეც მეხმარებოდა, რომ ცრემლები შემეკავებინა. თვალებში ვუყურებდი. მეტი არაფერი უთქვამს, მხოლოდ ხელი მომკიდა და კლინიკის ეზოსთან გაჩერებული ტაქსებისკენ წამიყვანა. ხვდებოდა რომ ახლა ჩემი ჭორფლიან ცხვირთან შესვლა არაფრით არ შეიძლებოდა. ეტყობა იმდენად მტკივნეული ემოცია მეხატა სახეზე, რომ იფიქრა თავს ვერ შევიკავებდი და არჩია პირდაპირ სასტუმროში წავსულიყავით.
ტაქსიში ჩავჯექი და ბექამ მისამართი უკარნახა. არ ვიცი მე მქონდა სასოწარკვეთილი სახე და ჩემი დამშვიდება უნდოდა, თუ ბექას სურვილი იყო, მაგრამ როგორც კი ტაქსი დაიძრა, ჩემსკენ გადმოიხარა, წელზე ხელი მომხვია, მსუბუქად ამიტაცა და კალთაში ჩამისვა. ეს იმდენად ბუნებრივად გააკეთა რომ თქვენ წარმოიდგინეთ არ გამკვირვებია, უფრო მეტიც, უხერხულობაც კი არ მიგძვნია. წამით შევავლე თვალი სარკეში მძღოლის უკმაყოფილო სახეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმ წუთში ესეც კი არ მანაღვლებდა. თავი მხარზე მივადე და თვალები დავხუჭე.
ამ გადასახდიადან რომ ვუყურებ, მიკვირს, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მის მუხლებზე ვიჯექი, თავი მის მხარზე მედო და ჩემი ცხვირის წვერი დროდადრო ეხებოდა მის ყელს სულაც არ ვგრძნობდი იმას რაც წესით უნდა მეგრძნო. ადრე მისი თითების შეხებაზეც კი ისეთი ჟრუანტელი მივლიდა და მთელ სხეულში ვნების სასიამოვნო ტალღებს ვგრძნობდი, რომ საკუთარი აზრების გაკონტროლებაც კი მიჭირდა, მაგრამ ახლა უბრალოდ თვალდახუჭულს მის მკერდზე მედო თავი და მის სითბოს შევიგრძნობდი, სულაც არ იყო ეს ლტოლვა, უბრალოდ თავს ასე დაცულად ვგრძნობდი, თითქოს სახლში ვიყავი. ბექა ბევრად მეტი იყო ჩემთვის ვიდრე უბრალოდ სასურველი მამაკაცი. ვერც კი მივხვდი, როგორ გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელთან სიახლოვეც ლტოლვაზე გაცილებით მეტი იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები