ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2017


ლადო ასათიანს

„ერთი პიროვნება გადამეკიდა, რატომ აფასებ ლადოს ასე ძალიან,
ვინ იყო ასეთი განსაკუთრებულიო.  მე ვუთხარი, იმიტომ ვაფასებ,
რომ კარგი ბიჭი იყო მეთქი. ცოტა ხანს დაფიქრდა და მითხრა:
ჰო, კარგ ბიჭობასთან ერთად კარგი პოეტიც იყოო“.

ნიკა აგიაშვილი
წიგნიდან „ჭაბუკები დარჩნენ მარად“.


ჩაუქრობელი სულის ნაკვერჩხლებს
ბევრს უწილადებ და შანთავ ასე,
დრო ვერ წალეკავს შენს ძვირფას ლექსებს,
რომელიც მძაფრი განცდებით გვავსებს.
ჩანაცრებულხარ პოეტურ სიტყვით,
მშობლიურ მიწის ტრფობამ დაგადნო,
გვამღელვარებდი და ახლაც ვიტყვი
რომ გვამღელვარებ დღესაც კი ლადო.
შემოგეჩვია ჭლექი ველური,
მოუდრეკელის თუმცა მოდრეკა
სურდა და მაინც მბორგავი გული
ვერ დაადუმა და არც მოხდება.
ხელი სიკვდილის შენ ვერ შეგწვდება
ზეცად აჭრილო ლაღო ფრინველო
და ეს ნავარდი აღარ შეწყდება,
კიდევ მრავალჯერ უნდა იელვო.
შენ დავიწყების არ იხვევ ნისლებს,
აწ და მარადის სულ უნდა ენთო,
წარმავალობას არ სცნობ პოეტო
და წლებს თამამად, ამაყად მისდევ.

                                                      2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები