ციკლიდან "სიცოცხლესა და სევდაზე" პირველად თექვსმეტი წლისას მეტკინე დედი,გავიღვიძე და მთელ სახლში იგრძნობოდა უშენობა.მოგისაკლისე და ხმის კანკალით მითხრა ბაბუამ:“საავადმყოფოში არისო დედა“.ცოტახანში მამა დაბრუნდა საავადმყოფოდან და ხმის კანკალით გვითხრა მე და ალეკოს:“სიმსივნე აქვსო დედას ტვინზე“.ალეკო მშვიდად შეხვდა შედარებით ამ ამბავს,მე კი ერთი კვირა მეძებდნენ ტყეში.სულელივით ვებუტებოდი,ოღონდ არ ვიცი ვის. ორი კვირის შემდეგ დაბრუნდი სახლში.თითქოს არაფერი შეცვლილა,მაგრამ ვგრძნობდით რა ცეცხლიც ტრიალებდა შენს გულში.ყველაფრის მიუხედავად ცდილობდი ყველაფერი ძველებურადყოფილიყო და ეს ნელნელა შეძელი კიდეც,სწორედ ამიტომ ხარ ჩემთვის ვაჟკაცობის ნათელი მაგალითი დედი.ორი წელი კიდევ იყავი ჩვენს გვერდით დედი.ერთ დილასაც მამამ გაგვაღვიძა მე და ალეკო,“დედა წავიდაო“:გვითხრა და ზეცისკენ გაიშვირა ხელი.ამჯერად ორ დღეში მიპოვეს,ბაბუამ სილა გამაწნა სახეში და მითხრა:“დედაშენის შვილს მეტი ვაჟკაცობა გმართებს“.შენი გახსენება სილაზე მეტად მეტკინა მაშინ. მამამ,ბაბუამ,ალეკომ და მე მიგასვენეთ სამარემდე,წელამდე თოვლი იყო და კიდევ თოვდა გადაუღებლად.სოფელში მეტი არავინ იყო და სხვა სოფლებიდან აბა ვინ მოვიდოდა ასეთ ამინდში.მერე კი მთელი ზამთარი მანაცვლეობით ვდარაჯობდით სამარეს,ნადირს რომ არ ამოეთხარე რაიმეს დედი.გაზაფხულდა და პირველად შენს საფლავზე აყვავდა ია. მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გვიამბო მამამ:“ღამის ორ საათზე წავიდაო დედათქვენი,არ დამანება თქვენი გაღვიძება,ცოდონი არიანო ბავშვები.მთელი ღამე უხმოდ ვიტირე და მხოლოდ დილას გაგაღვიძეთ შვილებო“. ყველაზე ლამაზი გათენებისას არის ცა,ვარსკვლავები რომ შეფერმკრთალდებიან ოდნავ.ასეთ დროს ვზივარ და შევცქერი ცას,ვიხსენებ იმ ბედნიერ თვრამეტ წელიწადს,ერთად რომ გავლიეთ მე და შენ.მერე კი აღმოსავლეთით სიწითლე შეეპარება ცას,და მე ვგრძნობ რომ,შენ ახლაც აქ,ჩემს გვერდით ხარ დედი. აგერ უკვე ოთხმოცდაათი წლის ვარ დედი.მაგრამ ახლა ჩემს გვერდით რომ იყო,ხუთი წლის ბავშვივით ჩაგეხუტებოდი,რადგან რაც არ უნდა იყოს,დედის გარეშე გაზრდილი ვარ.დიახ ასეა,რადგან ადამიანი პიროვნულად,თვრამეტის მერე იწყებს ზრდას.მამა და ბაბუა დიდი ხანია შენთან არიან უკვე,ალეკო კი დღემდე უგზოუკვლოდაა დაკარგული,ომში დაიკარგა და ისიც არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი.ერთი კარგი საქმე მოასწრო ალეკომ,სამი შვილი დატოვა.ახლა ათი სახლიდან ამოდის კვამლი,ჩემი და ალეკოს შვილები და შვილიშვილები არიან,შენი სისხლი და ხორცნი.ამასწინათ შვილთაშვილი დავაქორწინე დედი.ცოლი შევრთეთ.ნელნელა გავაცოცხლებთ მთას აწი. შენს საფლავთან ჯდომა მიყვარს დედი,დავხუჭავ თვალებს და წარმოგიდგენ ხოლმე,ისეთს როგორიც ყოველთვის იყავი,კეთილი გულით და ნათელი გონებით,რომელთაც საზარელმა სენმაც კი ვერაფერი დააკლო.როდესაც შენზე ვფიქრობ გულში საოცარი სითბო მეღვრება,ოთხმოცდაათი წლის კაცი თვრამეტი წლის ჭაბუკივით ვხდები თითქოს. ვარსკვლავებიანი ცა დამცქერის თავზე კვლავაც,ცხოვრება კი საოცარი სისწრაფით მიჰქრის.ათასწლეულებიც კი ვერ წაშლიან შენი სიყვარულის ხსოვნას ჩემში,დედი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მადლობთ, ასევე თქვენც.
ეს ყველა მეგობრულად იყო ნათქვამი, რადგან ჩვენ ჩვენი სამყარო გვაქვს ჩვენეული და ჩვენთვის საამო, ჩენი წარმოსახვის კვალი.. მადლობთ, ასევე თქვენც.
ეს ყველა მეგობრულად იყო ნათქვამი, რადგან ჩვენ ჩვენი სამყარო გვაქვს ჩვენეული და ჩვენთვის საამო, ჩენი წარმოსახვის კვალი..
9. ნექტარს ადრეც ვთქვი და დაუსრულებლად გავიმეორებ,დიდხანს გიცოცხლოთ თქვენი ტკბილი დედიკო ნექტარ ) ნექტარს ადრეც ვთქვი და დაუსრულებლად გავიმეორებ,დიდხანს გიცოცხლოთ თქვენი ტკბილი დედიკო ნექტარ )
8. ნექტარს ზეგავლენაზე იმედია ხუმრობთ,ვინაინად ჩემი კომენტარი ხუმრობის ფარგლებს არ გაცდენია და არც არაფერი დამიწერია ისეთი რომ ვინმეზე ზეგავლენა მოეხდინა. ნექტარს ზეგავლენაზე იმედია ხუმრობთ,ვინაინად ჩემი კომენტარი ხუმრობის ფარგლებს არ გაცდენია და არც არაფერი დამიწერია ისეთი რომ ვინმეზე ზეგავლენა მოეხდინა.
7. თქვვენ დედას ჯვარი სწერია და ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოთ საკუთარი დედა სასურველი ჯანმრთელობით.
მე კი ნაწარმოების გმირ დედაზე გითხარით 3–ე კომენტარში.
რაც შეეხება თქვენს ნაწარმოებებს პირველად გავეცანი აქ და ისიც, მხოლოდ გუშინ–04/07/2017 წელს, რაც გამორიცხავ რაიმე ზედგავლენას ჩემს ნაწერზე,
ამავდროულად ძალიან ბევრი ლექსი მაქვც დედისთვის მიძღვნილი და აქაც გამოქვეყნებული, დედა ახლაც კი მიწერს ლექსებსა და ბევრ რამეს მეც. წერა მან შეგვაყვარა ბავშვობიდან, გვიხსნიდა და ახლაც ამბობს, რომ ის რისიც ხმამაღა თქმას ვერ შევძლებთ, მისი უხმოდ, კალმით გადმოცემა უფრო ლამაზად და სულიერად შეიძლებაო.
ჩემი ნაწარმოები ნამდვილად ჩემს დედას ეხება და ჩემს მამაზეა, მამა აღარ მყავს 2008წ–დან, დედა კი ღმერთმა 100წელზე მეტ ხანს მიცოცხლოს ამ ქვეყნად, სულ ამას ვთხოვ უფალს და წმინდანებს, შვილსა და მის ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. თქვვენ დედას ჯვარი სწერია და ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოთ საკუთარი დედა სასურველი ჯანმრთელობით.
მე კი ნაწარმოების გმირ დედაზე გითხარით 3–ე კომენტარში.
რაც შეეხება თქვენს ნაწარმოებებს პირველად გავეცანი აქ და ისიც, მხოლოდ გუშინ–04/07/2017 წელს, რაც გამორიცხავ რაიმე ზედგავლენას ჩემს ნაწერზე,
ამავდროულად ძალიან ბევრი ლექსი მაქვც დედისთვის მიძღვნილი და აქაც გამოქვეყნებული, დედა ახლაც კი მიწერს ლექსებსა და ბევრ რამეს მეც. წერა მან შეგვაყვარა ბავშვობიდან, გვიხსნიდა და ახლაც ამბობს, რომ ის რისიც ხმამაღა თქმას ვერ შევძლებთ, მისი უხმოდ, კალმით გადმოცემა უფრო ლამაზად და სულიერად შეიძლებაო.
ჩემი ნაწარმოები ნამდვილად ჩემს დედას ეხება და ჩემს მამაზეა, მამა აღარ მყავს 2008წ–დან, დედა კი ღმერთმა 100წელზე მეტ ხანს მიცოცხლოს ამ ქვეყნად, სულ ამას ვთხოვ უფალს და წმინდანებს, შვილსა და მის ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
6. ნექტარს დედის ფასი არაფერია )) საბედნიეროდ დედაჩემი ცოცხალია და დიდი ხანი არ გავუშვებ კიდევ ) ნექტარს დედის ფასი არაფერია )) საბედნიეროდ დედაჩემი ცოცხალია და დიდი ხანი არ გავუშვებ კიდევ )
5. კახას პირიქით რომ გეთქვა უფრო სწორი იქნებოდა,მითუმეტეს გამოქვეყნების თარიღს თუ შევხედავთ )) მე ბოდიში მაინც ) კახას პირიქით რომ გეთქვა უფრო სწორი იქნებოდა,მითუმეტეს გამოქვეყნების თარიღს თუ შევხედავთ )) მე ბოდიში მაინც )
4. სევდიანი ამბავია, მაგრამ კარგად არის გადმოცემული, --- ვფიქრობ ნექტარის -"ფურისულები"- დან არის შთაგონება. შეიძლება ვცდები კიდეც, ყოველშემთხვევაში კარგი ნაწერია. სევდიანი ამბავია, მაგრამ კარგად არის გადმოცემული, --- ვფიქრობ ნექტარის -"ფურისულები"- დან არის შთაგონება. შეიძლება ვცდები კიდეც, ყოველშემთხვევაში კარგი ნაწერია.
3. პირველი სიყვარული რომელსაც გაზიარებს შობის დრეს ეს დედაა, ნათელში გიმყოფოთ უფალმა მისი სული. პირველი სიყვარული რომელსაც გაზიარებს შობის დრეს ეს დედაა, ნათელში გიმყოფოთ უფალმა მისი სული.
2. გაიხარე,დიდი მადლობა :) გაიხარე,დიდი მადლობა :)
1. კარგია, საინტარესოა, ეს (ოთხმოცდაათი წლის კაცი ) წარმოსახვაა ალბად და მომეწონა. დედის ხსოვნა იყოს, შენ კი ასს წელ სიცოცხლეს გისურვებ. კარგია, საინტარესოა, ეს (ოთხმოცდაათი წლის კაცი ) წარმოსახვაა ალბად და მომეწონა. დედის ხსოვნა იყოს, შენ კი ასს წელ სიცოცხლეს გისურვებ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|