ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2017


ფანჯრები

მე ვაღებ თვალებს,-ჩემი სულის ფანჯრებს,
რათა შემოვუშვა  სინათლე ოთახის ყველა ბნელ კუთხეში.
თამამად ვარგებ ბაგეებს მოოქროვილ კლიტეს,
რამეთუ ვიცი, რომ ვერცერთი დაჟანგული თუ პრიალა გასაღები ამ კარს ძვრას ვერ უზამს.
მაღლა ვწევ შუბლს, სიმწიფემორეული ღრუბლებისკენ,
ჩემი ოთახი ვეღარ იტევს სინათლეს და ბუმერანგივით გამოდის გახელილი ფანჯრებიდან...
ცა ივსება სინათლით...
თვალები კი ,- ჩემი სულის ფანჯრები,
როდესაც ქარის ქარაფშუტობისას უნებართვოდ იხურება,
ოთახში არსებული სინათლე პროტესტის ნიშნად მიმსხვრევს ფანჯრის ჩარჩოებს
და ჩემი ოთახი რჩება ორი, ღია ფანჯრით, რომელსაც ჩარჩოები აღარ აქვს.
ღამით, მთვარის მბჟუტავ ეკრანზე ხშირად ირეკლება ორი, ცისფერზიარი ჩირაღდანი,
ისინი ალიონის მაცნეები არიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები