ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2017


* * *

დამსხვრეულია ყველა ნიჟარა
ვერ მოერია ჭიდილს ქარებთან
და მონაბერი ქარი პალმებთან
მონუსხულივით ღამეს ათევდა

კრთოდა ვარსკვლავი შორეულ ცისკრის
და ჩემი ლანდი, სევდის კარეტა
მელოდა,იყო ზამთარი ცივი
როგორც მოლბერტი, იდგა კარებთან

მელოდა დიდხანს ქარიან ღამით
ქარმა დახია ყველა ფარაჯა
იდგა კარებთან ჩემივე ლანდი
როგორც მოლბერტი და მზეს ხატავდა

და მაშინებდა ჩემივე ლანდის
ქარიან ღამით  მუქი ჩრდილები
თითქოს ჩემს ნაცვლად სხვა კაცი დადის
რომ მე არავის აღარ ვჭირდები

რომ დღეს ქარია და უხიაგი
ქარი პალმებთან ათევდა ღამეს
მელოდა კართან ჩემივე ლანდი
როგორც  ელიან  შვილები მამებს

************************

იზლაზნებოდა ღრუბლები ცაზე
როგორც ყორანი ისეთი შავი
რომ დედამიწის შორეულ წერტილს
სწვდებოდა მათი ამაყი თავი

შემოჯარული ნისლების გროვა
მთის ნაპრალებზე ჰპოვებდა ალაგს
წამოუშენდა გრიგალში სეტყვა
მიწის წიაღში დასცემდა კარავს

იკლაკნებოდა ღრუბლები ცაზე
და შეუმჩნევლად იცვლიდა რიგებს
როგორაც მწყემსი მოდენის ფარას,
ელვა ამ ღამეს გააფერმკრთალებს

გაფითრებული გმინავდა ღამე
და ძეფიროსი ხრჩოლავდა ბილიკს
როცა ეოსი ფარდებსაც გაშლის
ცაზე იელვებს რიჟრაჟი დილის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები