ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2017


ჭაბუკად დარჩი მარად (ლადო ასათიანს)

დავუკარ... კიდეც ვიმღერე,
მე ’’სალაღობო“ შენი და
ღვინით დავლოცე ბარდნალა
წინაპრის საწნახელიდან.

ისე გტკიოდა იარა,
კრწანისისა და მარაბდის,
ღმერთმა მიგიღო ჭაბუკი,
ჭაბუკად დარჩი მარადის.

ემაგ ლექსები ნამდვილად
ჩემთვისაც მრავლისმთქმელია,
შენი არ იყოს, კრწანისში
ყაყაჩოები მელიან.

მე დღემდე შენს გზას მივყვები,
გზას პოეზიის, მამულის,
მიწაც არასდროს მოკვდება,
შენი ცრემლებით ნამული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები