ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2017


მიტევებისა

***

უკვე მიტევების დადგა კვირეული,
ლოცვა-სინანულში ღამისთევებია...
ვითხოვ მიტევებას
თვალცრემლმორეული,
ვისაც ვერავისთვის მიმიტევებია.

ღონე გამეცალა,
ცრემლი მომეძალა...
სხვათა მიტევების,
ღმერთო, მომე ძალა!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები