ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2017


აქ...

შენ ესწრებოდი ჯვრისწერას მერის -
ღვთისმშობელივით უბიწო ქალის,
აქ პოეზიაც გულწრფელად მღერის,
აქ სიყვარულის გიზგიზებს ალი.

შენც ესწრებოდი ნიშნობას მერის,
თუმც უწინ მამულს ებურა თალხი,
კვლავ სიყვარულით ჯანმრთელობს ერი,
კვლავ პოეზიით სულდგმულობს ხალხი.

თუმც ყველაფერი ვერ შევძელ მეთქვა,
გვაქვს ღვთის რწმენა და იმედი ხვალის,
ეს გაუმარჯოს იმ გულის ფეთქვას,
სიყვარულის რომ ედება ალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები