ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2017


ჩემი უშენობა ...


მოდი დაალაგე დარდი,
ტაბლა გაშალე და ხონჩას,
მარილ მობნეული მადლით,
ცოტა ოცნებაც თუ მორჩა,
მისხალს ვამყოფინოდ იქნებ.
ხმაში შევურიოთ სევდა
გრძნობას, ერთმანეთზე ფიქრის,
ჩვენი მარტოობის სვედან.
მხარზე მომაყრდენი თავი,
ღამე დაეკიდა გიშერს.
ცაა დეკემბერით მთვრალი
და ჩვენ ვარსკვლავებით გვიშენს.
სადმე წაგიყვანდი ახლა,
ზღაპრულს აგიგებდი კოშკებს,
ვიდრე ფესვებიდან გახმა,
ვიდრე ტოტებივით მოსჭრეს
ჩემი უშენობა კარგო.
დამაქვს დამტვრეული ფრთები.
გეძებ, გპოულობ და გკარგავ,
ვკვდები, უშენობით ვკვდები.
ბრბოს ის ურჩევნია ვძულდე,
ჩვენ რა გვირჩევნია ვიცით..
ცრემლი ჯერჯერობით უძლებს,
პირზე ამოტეხილ სიცილს.
ოღონდ კარგად მყავდე შენ და
წვიმას შევაგროვებ საცრით.
ან მხნედ დავუწვები ურდოს,
ფეხქვეშ მონღოლის და თათრის.
შენ მზეს გაუღიმე ვიდრე,
გრძნობა სასწაულებს სჩადის.
გულში ჩამეღვარე სითბოდ,
სულში დაისივით ჩადი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები