ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2017


ამ სიყვარულით დედამიწა გადაბრუნდება...


ახლა მანდ ალბათ ცა მოთოვა ღრუბლის ფთილებმა.
ბებერ კლოუნებს გაეყინათ მთვარის ღიმილი.
ცოტაც და ფიფქი ღერღილივით ჩამოიფქვება.
ზეცის მკერდიდან, "დეკოლტივით" გადაღეღილი.
სივრცეს დააყრის ყვავილები,
თეთრი გუნდების
(და მე ამ ზამთარს არც ვისურვებ უფრო სხვანაირს)
იმ ძალით ალბათ დედამიწა გადაბრუნდება
მე რომ მიყვარხარ (და ადვილი სულაც არ არის.)
ჩვენ დავდიოდით ამ ქუჩებში გახსოვს? ვდარდობდით,
რომ განთიადზე გვიქრებოდა ცისკრის მნათობი.
მე ბედი არცთუ იშვიათად ისე მწყალობდა,
რომ ყოველღამე დარდიანი სულში მათოვდი...
აცივდა ალბათ დაუზამთრდათ ბებერ კლოუნებს,
ფურგუნში ყრია დამტვერილი ცივი ნიღბები.
შენ რომ არ იყო თავისუფლად როგორ ვისუნთქებ,
შეგრძნებით გეძებ ჰაერივით ისე მჭირდები .
სადა ხარ ნეტავ ჩემი ზამთრის მარტო ტირიფო,
ჩვენი სიცილი ახმიანებს ახლაც"მადათოვს"
მოდი მზესავით შემომიცვი ტანზე შილიფად,
ვიდრე ღრუბლები ამ შორეულ ზეცას გადათოვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები