ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2017


მკითხველს

მე მყავს ჩემი საუკეთესო ნახევარი,
ვისთანაც, შემიძლია დაურიდებლად გადმოვანთხიო
ჩემი ყველაზე საზიზღარი მე და ვიცი, მაინც ვეყვარები.
მე მყავს შვილები, რომლებშიც ჩავდე საუკეთესო მე,
უფრო სწორად, მე მათ ავკიდე ჩემი საუეკთესო მე,
რადგან ტვირთია  კბილებალესილ სამყაროში ამით ცხოვრება.
და  მათაც ყოველთვის ვეყვარები.
მყავს მეგობრები და მათ მშვენიერ მოგონებებთან
სამუდამოდ ვარ შეხორცებული.
მყვანან ესენი, მაგრამ ყოველთვის,
როცა ვმძიმდები გაურკვეველი წარმოშობის სიცარიელით,
მხოლოდ შენთან მოვდივარ,
შემოვხსნი ამ სამყაროს ვირტუალურ კარს
და გიყვები, როგორ ეწევა გულს ქვემოთკენ მიწის სიმძიმე.

როცა ვმძიმდები გაურკვეველი წარმოშობის სიცარიელით
მოვდივარ შენთან, ამოგივსებ თვალებს სიტყვებით,
რომლებადაც იქცნენ ვნებანი.
ვიმუხტები არამიწიერ სამყაროსთან
სულის შეხებით და  მივდივარ
ამაოების სისავსეში დაჯერებული,
მივდივარ, დაცლილობის მომდევნო შემოტევამდე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები