ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
10 მარტი, 2017


ფსიქოპათის შურისძიება

...ორიოდე წლის წინ ავტობუსში უცნაური სცენას შევესწარი...გაჩერებაზე მამაკაცი ამოვიდა, აშკარად ვერ იყო კარგად, გიჟი იყო, ფსიქოპათი.
დაჯდა .
ცოტა ხანს ასე იჯდა .....მერე უცებ საშინელი , გამყინავი ხმით დაიკივლა, ისეთი ხმით რომ ოპერის მომღერალს შეშურდებოდა.
ხმა ისეთი სუფთა , უცნაური და მაღალი ტონალობისა იყო რომ ხალხს (მეც) შიშისაგან გამაცია.....ყველა მიტრიალდა მისკენ და საოცარია, მას ამ დროს სახე მშვიდი ქონდა...
თუმცა ამით ეს ამბავი არ დამთავრებულია, იმ ფსიქოპათმა, როცა ყველას გადაავიწყდა მისი არსებობა, კიდევ ერთხელ დაიწივლა , ზუსტად ასეთივე ხმით....
---გაჩუმდი შე ჩემა!... რა გაყვირებს! ---ამოიღო ხმა ერთმა გმირმა, რომელიც, მოგეხსენებათ ადამიანთა მასაში აუცილებლად აღმოჩნდება ხოლმე...
ფსიქოპათი გაჩუმდა, მოიკუნტა...ფანჯარაში დაიწყო ყურება, ვითომდაც არაფერიო, მოგვეჩვენა რომ შეშინდა და დავწყნარდით.
.........
მაგრამ ფსიქოპათი არ შეშინდა, ის სავარაუდოდ შურისძიებაზე ფიქრობდა......და იარაღად ისევ თავისი საშინელი ხმა გამოიყენა, ჩუმად მოუახლოვდა იმ მამაკაცს, რომელმაც გააჩუმა , დაჯდა მის უკან და უცებ უფრო
საშინელი ხმით ყურში ჩაყვირა!
......
მამაკაცი სკამიდან გადმოვარდა...........სახეზე მწვანე ფერი დაედო.....ეგდო ძირს და ახლა ჩვენ მის მოსულიერებას ვცდილობდით.....მერე ვიღაცამ სასწრაფოს გამოძახება გადაწყვიტა...დაიწყეს რეკვა...მძღოლმა გააჩერა ავტობუსი.....გადმოვიდა....
საოცარია და ის ფსიქოპათი გაქრა, დიახ, გაქრა, ისარგებლა ამ არეულობით და სადღაც გაქრა, სავარაუდოდ უკანა კარიდან ჩახტა....?
საოცარი კი ისაა რომ ყველა კარი დაკეტილი იყო.....!


ს.ნ.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები