ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2017


ერთი მიამბე...

მოდი იღბალო, ჩამოჯექი, ვიმუსაიფოთ,
ერთი მიამბე, ვის მიართვი ყოფა ლანგარზე...
გზაგასაყარზე გახსოვს შევხვდით, მკითხე - საითო?
უშენოდ -მეთქი, გიპასუხე, მგონი, გაბრაზდი...
ბევრი ვიარეთ, მე და შენ, თუ ცოტა ვიარეთ,
ისევ ერთმანეთს შეგვახვედრა დრომ და ადგილმა.
ჩემზე რას ფიქრობ მოდი, ძმურად გამიზიარე,
ბედის წიგნიდან ერთ პატარა ამონარიდად ...
გემეგობრები, უკვე ვიცი რატომ მოგწონვარ,
უშენოდ რასაც მივაღწიე მეტი ფასი აქვს!!!
როგორ გნატრობდა გახსოვს ერთი სუსტი გოგონა?
მერე ადგა და ეს ცხოვრება მხრებით ასწია!..
14.03.17.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები