ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2017


* * *

ვწუხვარ, რომ ახლა ამინდია რაღაც ისეთი,
რომ ვერაფერმა ვერ მომწყვიტა დღეს ამ მიწიდან,
თორემ ამდენ ხანს უშენობას რას ავიტანდი
მოვიდოდი და დაგიხსნიდი იმ ზღვა იჭვიდან!

ალბათ ბედია უბედობის ასე პარპაში,
თორემ შენს ნახვას აბა მითხარ ვინ დამიშლიდა?!
ან მაგ სხეულზე ყველა ტრფობის კვალს და იარას
ნეტა ჩემსავით ერთი კოცნით ვინ წაგიშლიდა?!

ვწუხვარ, რომ ახლა უშენობის მიდგას ამინდი
და ჩვენ ტირიფთან ყოველ დღე რომ მარტო მიდიხარ,
მაგრამ იცოდე, მე ისევ ვგრძნობ როცა სველდები
და კიდევ იმას დღეს რომ უფრო მეტად მინდიხარ!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები