ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2009


***

სიჩუმე უცნაური და მოულოდნელი_
თითქოს ცის
რომელიღაც ნაწილი მოღიავდა.

***
სასწაულთა სასწაული შენთანაც მოვა
და სიცოცხლე იქცევა სიზმრად
და ბოლოს იმ სიზმრიდან
გადახვალ სამოთხეში...

***
ჩუმად მიიცვალა,ვით ალი სანთლისა,
თითქოს მეორედ დაიბადა,
თითქოს ღმერთის ერთი უბიდან
მეორეში გადაინაცვლა...

***
რომ არა შვილობა
პატარა და ტანჯული ქვეყნისა,_
ყაზბეგი ხანჯლებით არ აცეკვდებოდა.

***
ახვალ მაღლა,ძალიან მაღლა
და გაგეღიმება_
თურმე არ არსებულან
ნაპირები და ჰორიზონტები,
ჩვენი მოგონილი ყოფილა.

***
დღეებისა და ღამეების ბედნიერება_
ღმერთის სითბო,
თანაბრად გაყოფილი...

***
როგორ ენატრება მატარებელს
მგზავრები,რომლებიც ტვირთს
მხოლოდ გულით დაატარებენ.

***
ღმერთის სალამური_პოეტი.

***
ჯერ საკუთარ ჩრდილს გაუსწარი
და მერე ეძებე
წყარო უკვდავების...

***
ქურთუკი_ბინდისფერი,გამოხუნებული.
მარჯვნივ და მარცხნივ_
პალტოები მბზინავი,უცხოური.
კრიალა ღილები.დიდი ჯიბეები...
ჯვარცმული ავაზაკთა შორის.

***
გაჩერდა გული...საათი დაემსგავსა
მომღერალს,რომელიც მარტო დარჩა
მკრთალად განათებულ სცენაზე.

***
წარსულისათვის ნასროლმა ტყვიამ
მტრედი მოკლა
მომავლის სივრცეში...

***
პირველი სიყვარულით ბედნიერი
ბიჭი და გოგო,
ვით ხეები მზიან წვიმაში...

ფ ე რ ი ს ც ვ ა ლ ე ბ ა
----------------------------
საკუთარი თავის ნანგრევებზე
გადაიარა ყვავილის ნაბიჯებით
და სივრცეს შეუერთდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები