ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე-56
ჟანრი: თარგმანი
23 მარტი, 2017


სერგეი ესენინი

„ღამე“

დღე ჩაესვენა ღამის უბეში,
დაცხრა ტალღებით მბორგავი მხარე,
მზეც ჩაიღვენთა და ქვეყნის თაღზე
ჩაფიქრებული დაცურავს მთვარე.

გარინდებული ველი ყურს უგდებს
მშვიდად მჩქეფარე წყაროთა რაკრაკს
და მთვლემარე ტყეც უსმენს სიამით
ამღერებული ბულბულის არაკს.

მდინარეც ისმენს საამო ჰანგს და
ეჩურჩულება თავის ნაპირებს...
ჩუმად შრიალებს იქვე ლერწამი,
თითქოს სიმღერას ისიც აპირებს.


Сергей Есенин

НОЧЬ

Усталый день склонился к ночи,
Затихла шумная волна,
Погасло солнце, и над миром
Плывет задумчиво луна.
Долина тихая внимает
Журчанью мирного ручья.
И темный лес, склоняясь, дремлет
Под звуки песни соловья.
Внимая песням, с берегами,
Ласкаясь, шепчется река.
И тихо слышится над нею
Веселый шелест тростника. (1914)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები