ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2017


  ჩამოტვირთვა

ქართველ მოცეკვავეებს

მოცეკვავენო! - თქვენს ცეკვებს
ტაშს უკრავს მთელი პლანეტა!
აღფრთოვანებით გიცქერენ
ჟოზეფინა და ჟანეტა!

სულ მაღლა - მაღლა მიიწევთ,
ცერებზე დგებით ამაყად!
არც პედაგოგებს ივიწყებთ,
ქვეყნად ბადალი არა გყავთ!

სცენაა თქვენი დიდგორი,
სცენაა თქვენი მარაბდა!
სულ ცეკვა - ცეკვით დასწერეთ
''ვეფხის და მოყმის ბალადა!“

ვიდრე ხართ, ღმერთმა გაშოროთ
ჭირი და ავი თვალები!
დღემდე ამაყობს სამშობლო
თქვენით და თქვენისთანებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები