ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2017


ის დრო გაფრინდა მტრედივით

ის დრო გაფრინდა მტრედივით -
ერთს რომ ვეტრფოდი ალალი,
მხიბლავდა თავის მერდინით,
მხრებზე ჩამოშლილ დალალით.

თუმც არასოდეს ვნატრობდი
გზას ია-ვარდით მოფენილს,
მეც კი მზესავით ვათბობდი
კოლხეთის ციდან მოფრენილს.

ახლა მიწასთან ვმეგობრობ,
მიწის სურნელიც ტკბილია,
მე რომ მიყვარდა-ის გოგოც
ამ მიწის გამოზრდილია.

თუმც გაგვიფრინდა მტრედივით
დრო-ტრფიალების, ბავშვობის,
კვლავ მხიბლავს თავის მერდინით,
თითქოს არც-როდის დავშორდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები