ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2017


არ შევცოდავდი...

ედემის ბაღი, შეგუება, ცოდვა,  საღამო....
და ღამე უკვე გუმანით გრძნობს სულის წაწყმედას,
რომ მომავალში ყველა ცოდვის  კვალი დამალოს,
რომ ღმერთის ხატი, გადაფხიკოს ყველა სახიდან.

"და შენ რომ  ქალი მომეციო მან მაცდუნაო",
პასუხობს უფალს ადამი და თან ისე კრძალვით,
რომ ზუსტად ყოფნის  მისი მხრიდან თავის მართლებას,
დანაშაულში თავად უფალს დაადოს ბრალი...

"რომ არ მოგეცა ქალი ჩემთვის
არ შევცოდავდი"
(იყო სიტყვა და იქცა საქმედ
გულისხმისყოფა...)
მას მერე ასე რაც თანდათან მეტი დრო გადის
საკუთარ ცოდვებს ადამივით ვაბრალებთ უფალს.

არ ვაღიარებთ არც იმას, რომ რაც ჩვენს თავს ხდება
ცუდიც და კარგიც ლომისწილით, აბრუნებს თავანს.
ღმერთი დავტოვეთ გულებს მიღმა
და ჩვენი დარდით ვაწუხებთ მაშინ როცა ღმერთი გვჭირდება თავად.

მზეშიც საკუთარ სინათლეს და სიკეთეს ვხედავთ.
ღამე კი როცა გიზგიზებენ ცეცხლის ქვიშები,
სადღაც სიღრმეში სინანული მუხუდოსხელა,
ფუვდება უმალ უკურნელი ჩვენი შიშებით,

რომ მოვა დრო და ადამივით დაგვიძახებენ.
(სიკვდილი ცელით ყველას კარზე დააკაკუნებს)
პილატესავით ვერ დავიბანთ მაშინ ჩვენ ხელებს,
ვერც ჯვრებს  დავამტვრევთ ერთმანეთის მხრებზე გაკრულებს.

ჰო-"შენ რომ ქალი მომეციო მან მაცდუნაო,"
(იყო პასუხი, თითქოს  ვინმეს რამე მართებდა)
ასე დაეცა პირველ ცოდვით მაშინ ადამი
და ადამიანს წესად ექცა თავის მართლება....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები