ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2017


* * *

შენ , ჩემო სევდის ყვავილო,
ვაი, რა მალე მიკვდები,
თოვლის ალერსით დაღლილო
დაჭკნები, გამიფითრდები.
იავ, ზამთარი მომწყინდა,
გულს შემომაწვა ფიქრები,
შორს გაგიტაცებს ნიავი,
გინატრებ, აღარ იქნები.
ხედავ?!- მთა- ბარი შემოსა
ამ გაზაფხულმა ფარჩებით,
მახარებს შენი შემოსვლა,
წახვალ, ტკივილად დარჩები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები