ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2017


ცივი კედელი


ადამიანი-ცივი კედელი,
ახლა შენი მზე რაში სჭირდება?-
სხვა გასჩენია სადარდებელი
რაკი სიყვარულს აღარ გპირდება.
ადამიანი სავსე ღალატით,
სავსე სიყალბით, იცვლის ხასიათს,
ბევრი მგელია ცხვრების ხალათით
რადგან დღეს მგლობას მეტი ფასი აქვს.
საბრალო ცხვარო ,თავს რით იმაგრებ?
ის უფრო ბრწყინავს რაც შენ გაცვია,
ვერ აუღიათ ციხესიმაგრე,
და შენი სული გაუძარცვიათ.
ელოდე, მოვა, ვისაც ელოდი,
გულს ნუ შესწირავ მსხვერპლად დარდიანს,
მწყემსამდე მუდამ ვიწრო გზა მიდის,
ფართე გზით მხოლოდ მგლები დადიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები