ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2017


* * *

მზეო დაუყევ მთის კალთებს,
ვეღარ მიხილავ მშვიდს,
გამობერვია კვირტები
ალუბალსა და შინდს.
ალერსს შორიდან მპირდები,
ტბაში ისველებ თმებს,
ახლა მე უფრო მჭირდები
ვიდრე თოვლიან მთებს.
ჩამომაშორე წყვდიადებს,
შუქი მოჰფინე სულს,
ნისლების კარავს გაგიშლი,
ნედლი ბალახის სუნს
იგრძნობ და აღარ დამიშლი
სოფელს ვყვარობდე ცრუს,
თორემ ცაში რას მიხვდები
მოკვდავს რისი თქმა მსურს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები