ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბლაგვი
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2017


E-mail for LI


    სულ რაღაც ორასი ან ასორმოცდაათი წლის წინ, რომ დამეწერა ეს წერილი შეიძლება მოსულიყო სამი თვის შემდეგ ან საერთოდაც არ მოსულიყო.. რაიცი ვინ ჩააძაღლებდა საცოდავ ფოსტალიონს... ხოლო სულ რაღაც 50 წლის წინ, რომ გამომეგზავნა დარწმუნებული ვარ ვერც მოაღწევდა შენამდე, იმიტომ რომ გზაში ან გერმანელი სნაიპერის  ტყვია ან ბოლშევიკის ხიშტი შეიწირავდა. ზა ნაშუ როდინუ. იტყოდა და გათავდებოდა ამით. მაგრამ ჩვენ ბედნიერები ვართ და ფორტუნატები  რადგან მას შემდეგ რაც ოცი მილიონზე მეტი კაცის, ქალის და ბავშვის  სისხლი დავლიეთ, ამოხეთქა ციფრულმა ვულკანმა და წალეკა ადამიანთა გონების ცენტრალური ნაწილი, რამაც სრულიად უფუნქციოდ დატოვა დეპეშებისა და ფოსტების მატარებელი სიკვდილთან მოთამაშე ცხენიანი თუ მოტოციკლიანი ტიპები..  მათ ახლა აღარავინ ემუქრებათ.. ისინი სახლში ზიან და ანძრევენ იმის იმედით, რომ ერთ დღესაც დაეცემა მსოფლიო ძაბვა და გაითიშება ციფრული სამყარო... ხოლო ჩვენ, განვითარბულ ტიპებს  გვაქვს გოოგლის ელ. ფოსტა რომელსაც მხოლოდ ჰაკერთა მცირერიცხოვანი ჯგუფი თუ ემუქრება და ამათგან თითქმის ყველას  ფეხებზე კიდია ამ წერილის გამტარი ციფრული კოდი, რომელიც შენამდე აუცილებლად მოაღწევს და მოიტანს სიტყვებს...  იყო და არა იყო რა.!
 
ყველაფერი იცვლება სამყაროში  და ალბათ აუცილებელიც არის, რომ შეიცვალოს, რადგან მხოლოდ ასეა შესაძლებელი მშვენიერი იყოს ის აბსურდულობა რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. არა სულაც არ მჭირს პესიმიზმი. საკმარისია მიმოიხედო ირგვლივ, შეხვდე ჩემს ყოფილ კურსელ კოლეტი-ს ან ფილიპო ჩესტარო-ს, რომელთა დაუოკებელი წყურვილია პაკისტანელები გაზის კამერაში შეკეტონ და ამით სიამოვნების სრული ექსტაზი მიიღონ. რომ მიხვდე რა სისულელეა საყოველთაო სიყვარულზე ფიქრიც კი..
  თუმცა ალბათ ესეც ბუნებრივი პროცესია სამყაროსი და სწორედ ამიტომაც არის რომ იგი ასეთი მშვენიერია, რომ ჩვენ ასე ძლიერად გვინდა აქ ყოფნა.. და რომ ჩემი წერილები სულაც არ არის SMS-ები, რომლებიც ლამაზად შეფუთული მძაღე შოკოლადის ფასდაკლებას გვაუწყებენ.
  და მიუხედავად ამისა,  მაშინაც კი როცა ევა სიცოცლის ხის კაცთან დაწვა და ადამს უღალატა.  მისგან ვაშლის თესლი ჩაიდო საშოში.  არც ადამმა დააყოვნა და ღმერთს ევასთან უღალატა.(წარმოგიდგენია რა საშინელი ვიზუალია)  ამით ღმერთმა მიახვედრა, რომ მათ  აღარ უყვარდათ ერთმანეთი და შერცხვათ, გაუტყდათ თავიანთი თავების სიშიშვლის. 
  ისინი მიხვდნენ რომ მხოლოდ სიყვარულის შემთხვევაში შეიძლება არ გაგიტყდეს, არ შეგრცხვეს და არ მიაქციო ერთმანეთის სიშიშვლეს ყურადღება. და მათ ისევ მოუნდათ ერთმანეთის შეყვარება. მაგრამ  ვეღარ შეიყვარეს ერთმანეთი ისე როგორც უწინ და შეეჩვივნენ სიშიშვლეს.  ამის მერე ათასობით ღალატი, სიშიშვლე, სირცხვილი და თავიდან შეყვარების მცდელობა იყო დღემდე, მაგრამ ვერა... ადამს და ევას ისევ სცხვენიათ ერთმანეთის სიშიშვლის. მათ ვერ შეიყვარეს ერთმანეთი თავიდან. 
  ეს იგივეა, უსმენდე José González-ის პერფორმანსებს და Amy Winehous-ის უიღბლო სიყვარულზე ფიქრობდე. იგი ხომ, რეალურად  სწორედ უსიყვარულობამ (და არა ნარკოტიკმა) გამოასალმა სიცოცხლეს.   
  ცხადია ცხოვრება არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ბავშვობაში წარმოგვიდგენია ხოლმე და არც ისეთი რთული დიდობაში რომ ვხატავთ. მით უმეტეს თუ შენს გონებას ამოუტივტივდება მოგონებათა მთელი შეკვრა, რომელიც ოდეზღაც ღრმად ჩაფლე შენივე ოკეანის ფსკერზე, მაგრამ რაც არ უნდა იყოს სიყვარული ერთადერთი რამეა რისთვისაც ღირს სიცოცხლე.  ასე უნდოდა Amy-საც მაგრამ არ გამოუვიდა.

რას იზამ ყველას აქვს თავისი უიღბლო სიყვარულის უფლება. .
 
  არადა  ამ წერილის დაწყება შეიძლებოდა ასე "იყო და არა იყო რა", მაგრამ რახან უკვე დავიწყე, აღარ გამოვა ასეთი დასაწყისი და ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ, თან ეგეც არ იყოს, "იყო და არა იყო რა" ჯერ ისევ კვანტური ფიზიკის ნაწილს განეკუთვნება და ისევ მეცნიერულ ფანტასტიკაა. ასეა თუ ისე ჩვენ არ ვართ სუპერ პოზიციაში და მით უმეტეს არც სუპერ ადამიანები, რომ "იყო და არა იყო-ს " რეალობაში დავდგეთ და ისე ვისაუბროთ. თუმცა ჩვენ ადამიანები,  ვართ ..  ყველა ზე მოაზროვნეები და თუ გაგვიჩნდა აზრი იმისა რომ შემთხვევითობები, ან კვანტური ფიზიკა სინამდვილეა ისევე როგორც „იყო და არა იყო რა“.......  მაშინ მჯერა რომ შემთხვევითობაა მთლიანად ჩვენი არსებობა,. შესაბამისად ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება და შენც ჩემო მეგობარო ლი, რომელიც თან ხარ და თან არც.!
  კლასიკური რეალობა კი ასეთია.. ჯონ უინსტონი  გამოასალმეს სიცოცხლეს და ზუსტად იმ წამს, როცა მან სული დალია და სადღაც სხვა რეალობაში გადავიდა, ტიბეტის რომელიღაც სოფელში ახალშობილს დაარქვეს სახელი  ონო. მართალია ონოს  არასოდეს უმღერია მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ ლენონის  საპატივცემულოდ ერქვა ეს სახელი და მუდმივად ფიქრობდა ამაზე, უნდოდა ეს თუ არა.
მაგრამ ახლა ამ ამბავს ისეთივე მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის, როგორც იმას თუ რა ანგარიშით მორჩა მინდვრის ხოკეის ჯგუფური მატჩი სოფელ ჯიხაშკარსა და დაბა ჩუმათელეთს შორის.  მაგრამ ისტორია ხომ სხვა არაფერია თუ არა დიდი ნაგავსაყრელი, რომელზეც ალბათ მეც ისევე მაქვს ჩემი წილი ადგილი, როგორც ონოს ან კუბის დამოუკიდებლობის რეზოლუციას.
 
  ბოლოს, ბუდა მივიდა ერთ სახლში სადაც დიასახლისმა სოკო გამოუტანა საჭმელად ბუდას, რადგან სხვა არაფერი გააჩნდა გარდა ამისა. ბუდამ იცოდა რომ სოკო მოწამლული იყო და მაინც ჭამა იგი. და ბუდა გახდა ბუდა.

მერე შეაგროვა სამყაროს ყველა მზე და გაუნაწილა ადამიანთა გულებს.

კავშირის დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს