ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2017


ჰეი, ’’შატილის ასულო“

ვმღერი ’’შატილის ასულოს“,
ღამე ვღიღინებ ლოგინშიც,
გულს ჩაესმოდა მისი ხმა
პოეტ იოსებ ლონგიშვილს.

ჰეი, ’’შატილის ასულო“ -
სიზმარშიც გხედავ პირმცინარს,
ისე შერჩები ხევსურეთს,
როგორც ვარსკვლავი ციმციმა.

შენ თუშმა ლექსად დაგწერა,
ბარელიც გიძღვნის ქებასა,
ღამით ვის მკლავზეც დაწვები, -
მადლი მის გახარებასა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები