ნაწარმოებები



ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: საბავშვო
11 მაისი, 2017


მსუნაგი ზღარბები

ქარი ქრის და  ხეებიდან
წითელ ვაშლებს აგორებს,
სხვა რა უნდა ეკლიან ზღარბს,
ზამთრის სარჩოს აგროვებს.
იქეთ მსხალი , აქ ატამი,
არც არავის რიდი აქვს,
დაიხმარა მეზობლები,
აკრიფეს და მიდიან.
თავში იცემს ბებო ხელებს:
- რა ვაჭამო პატარებს,
რაც ხილია მსუნაგ ზღარბებს
სახლში თუ გავატანე?!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები