ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2009


უსათაუროები

მოიწყინეს ქარებმა მწარე უამინდობა,
სულმა გარეთ თარეში და კივილი ინდომა,
გზაა ისე უდაბნო, დღეა ისე მარტივი,
გუშინდელ დღეს ისე ვით, წაშლილ სტრიქონს დავტირი,
ვხედავ გალაკტიონის რიტმი მეკურკურება,
ცაო, როგორ მომინდა ახლა შენი ყურება,
მარწყვო, როგორ მომინდა ბაგით შუბლზე შეხება,
მათრობს ჩუმი გვირილა ნაზი და თეთრფეხება,
ზოგჯერ თოთო ბავშვივით  მზე ძლივს ადგამს ნაბიჯებს,
მერე ხელებს მომხვევს და ძიძასავით მაღვიძებს...
...
უმადური ხარ, სიკვდილო,
რიყისა მრუდე ქვა ხარო,
გინდა დღე გაამინდილო,
ვარდი უმზეოდ ჩახარო.

მე სიცოცხლისა ვარ ღვინო,
მიწა განძისა სალარო,
შენ როგორ შეგაჭმევინო,
ჩემი შექმნილი სამყარო...
...
ბავშვობა ხელში შემრჩა ფიფქივით,
თქვი ეს და იგრძენ წამში გასრულდა,
დრო - გაცრეცილი ბინდში ნისლივით ,
დრო - მეომარი შუბი წარსულთან.

სისხლი წვეთ -წვეთად დაგდის მაჯაზე,
ღამის ცა ღრენით ხევ -ხევ ყიალობს,
დააბი ხსოვნა ყრმობის ბაგაზე
და ნუ გაუშვებ სახეტიალოდ ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები