ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 მაისი, 2017


,,სიტყვას გეტყვი, იგრძნო და ვერ გაიგო!

,,სიტყვას გეტყვი, იგრძნო და ვერ გაიგო!'
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
სიმბოლიზმი გაუგიათ? - გაუგიათ! მოდერნიზმი გაუგიათ? - გაუგიათ, პოსტმოდერნიზმი გაუგიათ? - გაუგიათ. მოკლედ, გაუგიათ ყველაფერი, მაგრამ ვერ გაუგიათ, რომ ლიტერატურა ერთი დიდი არსებაა, უხსოვარი დღეიდან აქამომდე ცოცხალი, ორგანული მთლიანობა, მთელი თავისი ურთიერთგარდამავალი ბიო-ქიმიური და მენტალური პროცესებით, სისხლძარღვებით, მჩქეფარებებითა თუ ფარული დინებებით, უჯრედების კვდომა-წარმოქმნებით... ფეკალიებითაც... (ანტროპომორფული მოდელი გამომივიდა smile ემოცია:)
თავად ამ ცოცხალი არსების რაღაც მიკროსეგმენტში კედლებით შემოზღუდულებს, ხანდახან სამყოფელ-სასუფეველს უცხო ხმები რომ შეურხევს, სმენით ესმით, გაგებით კი ვერ გებულობენ, ეს დიდი ლიტერატურის სისხლის ჩქროლვაა თუ გამოყოფილი და აუცილებლად გამოსაყოფი ფეკალიებისა და გაზის ხმა.
სარკმლის ადგილას - ერთი სარკე რგებიათ და შიგ არეკლილი საკუთარივე გამოსახულებები რომ ეგებებათ, დიდი ლიტერატურაც სწორედ ის ჰგონიათ.
ისე ვლაპარაკობ მესამე პირის მრავლობითში, თითქოს მეც ერთი იმათთაგანი არ ვიყო. განსხვავება ისაა, რომ მე / ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ ამას, ვაღიარებთ კიდეც, ისინი კი ვერ/არ გრძნობენ და ვერ/არ აღიარებენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები