ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2017


* * *

ვინ ხარ შენ, ადამიანო,
რა ცოდვა- მადლით დადიხარ?
არ ვიცი სიხარული ხარ
თუ უსასრულო დარდი ხარ.
სად ვნახო შენი გზა- კვალი,
ღრუბელს სად მიეფარები?
სიკვდილი ლანდად დაგყვება,
ცივ მიწას მიებარები.
ქარს მიაქვს მთელი ცხოვრება,
სულს მოაკითხავს პატრონი,
გულს ასაფლავებს სოფელი
მრავალჯერ დაჭრილ- დაკორტნილს,
მაგრამ ნაღველში არეულ
სიყვარულსაც ხომ იგონებ,
სახეზე ბედნიერების
ცრემლებს რომ ჩამოგიგორებს?
სიცოცხლეს მუდამ ამართლებს
სიყვარული და სიკეთე,
ყველა ბოროტი მარცვალი
გულიდან ამოიკვეთე,
ისე იცხოვრე, სიკვდილმაც
ვერ მოგაყენოს ზიანი,
თავისი ნებით არც მოდის,
არც მიდის ადამიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები