ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: საბავშვო
17 მაისი, 2017


რეინჯერი

რა ხანია გადაწყვიტა,
უნდა გახდეს რეინჯერი
და ბაბუა ჩაანაცვლოს,
როცა მოვა მისი ჯერი.

არ იფიქროთ, რომ ვერ შეძლოს,
ყოჩაღია გიო ბიჭი!
იცის, ბაბუსგან რომ დაჰყვა
შრომისა და გარჯის ნიჭი.

სურს, რომ ტყეში დააბრუნოს,
მისი ყველა ბინადარი
და მასავით, მათაც ჰყავდეთ,
მზრუნველი და წინაპარი.

საამისოდ უკვე ბაბუს
დიდი ხნის წინ ეთათბირა
და ამიტომ, ფერდობებში,
ნაძვებსა რგავს მთელი კვირა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები