ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: იუმორისტული
21 მაისი, 2017


ზაფხულს დახვდა ზამთარი

ვეღარ გაიმაისა,
შეგვეჩვია ავდარი,
ისევ წვიმას გვპირდება,
ცად ღრუბლების რადარი.
ვარდობის თვე უვარდოდ,
ვერ გაშლილა კოკორი,
ტალღებს ჯებირს ახეთქებს,
აზვირთული კოდორი.
საწვიმარმა ლაბადამ,
მოდას გვერდი უქცია,
და ბებიას კალოშმაც
დაიბრუნა ფუნქცია.
ხილი ისე გაძვირდა,
ცეცხლს იკიდებს ბაზარი,
ალუჩას და ალუბალს,
შეუცვლია ბადახში.
მთაში ზოგან გათოვდა,
წყალში ცურავს აქ ბარი,
მგონი ვხედავ პირველად,
ზაფხულს ხვდება ზამთარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები