ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2017


* * *


დუმილი მეფობს-
მე ვერაფერს ვერ გეუბნები,
შენ მოძველებულ ნიღაბს ირგებ
და არ გიხდება,
კალთებმორღვეულ ზეცასავით მოიღრუბლები-
გული ჯინივით საგულედან ამომიხტება.
გამიმარტოვდი...., ცას წვდებიან
ცეცხლის ენები,
ფიქრების  მარილს
მიმოაბნევ ღია ჭრილობას,
წამომტკივდები....
ღრუბელ- ღრუბელ
აგედევნები
და თვალებიდან
ამოხეთქავს გულახდილობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები