ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2017


სახლი აგიგე, უფალო!..

სახლი აგიგე, უფალო,
ჩიტის გულივით პატარა,
პირჯვარი გადავიწერე,
ვძლიე ბნელი და სატანა!
მოგენდე, ნათლად ამენთე,
მექმენ იმედთა საფარად,
ჯვარი ვიტვირთე უღლად და
ტკივილი - გუთან-სათარად!
წმინდა სანთელი აგინთე
დედის ცრემლივით კამკამა,
შენკენ სავალი ვიუნჯე
ჭირნახულად და სამკალად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები