ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტასო
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2017


მეყვავილე (100 სიტყვა)

ეს მისი ტერიტორიაა.
ეს საქმე თვითონ მოიგონა. კვირაში სამი ან ოთხი დღე მუშაობს. ძალიანაც არ იღლება, პატიოსნად შრომობს. არცერთი სულიერისთვის არაფერი მოუპარავს.
ძაღლებთან მეგობრობს.
ხალხმრავლობა არ უყვარს.
ელოდება როდის დატოვებენ მის ტერიტორიას, მერე მუშაობას იწყებს. არც ზამთარი უვარს, თუმცა განწყობას არ იფუჭებს. ისეთი ფრთხილი ნაბიჯით დადის, თითქოს ვინმეს გაღვიძების ეშინოდეს და ღიღინებს: ,,თოვს, თოვს ბარდნის, უხარია ბადრის, სახე გაბადვრია, ფაფუკ თოვლში დარბის".
საქმეს ყოველთვის გულით უდგება, შესაბამისად უფასდება კიდეც. დილის ექვს საათზე მხიარულად ეგებებიან ქალები და კარგ ფასად იბარებენ ნარჩევ ყვავილებს. შვილებისთვის ყიდულბს საკვებს და პურს მეგობარი ძაღლებისთვის. მერე უკან, სასაფლაოზე ბრუნდება და ახალმოსულებს მადლობას უხდის ამ ადგილის არჩევისთვის, ყვავილებისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები