ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თორნიკე ხურციძე
ჟანრი: თარგმანი
23 ივნისი, 2017


ბალქისის კასიდა - ნიზარ კაბანი

გმადლობთ...
გმადლობთ...
მოკლულია ჩემი სატრფო... შეგიძლიათ
მიირთვათ ჭიქა წამებულის კუბოდან,
ჩემი ლექსიც მოკლულია...
არის კი ქვეყნად ტომი
ჩვენს გარდა - ლექსის მკვლელი?

ბალქის...
ის იყო ყველაზე ლამაზი დედოფალი ბაბილონის ისტორიაში...

ბალქის...
ის იყო ყველაზე მაღალი პალმა ერაყის მიწაზე,
თუ დადიოდა...
მიაცილებდნენ ფარშევანგები...
მიჰყვებოდნენ ირმები...
ბალქის... ჩემო ტკივილო...
ლექსი მატკივებს თითისწვერებს შეხებისას,
როგორ გგონია...
გაიზრდებიან შენს თმებს შემდეგ თავთავები?

ჩემო მწვანე ნინევიელო...
ჩემო წითურო ბოშავ...
ჩემო ტიგროსის ტალღავ...
გაზაფხულობით იკეთებდა კოჭზე
ულამაზეს ბრასლეტს
მოგკლა ბალქის...
რომელმა არაბულმა ქვეყანამ...
იმან რომელმაც
ჩაკლა ბულბულთა ხმები?
სად არის სამავყალი?
და მუჰალჰალი?
პირველი კეთილშობილნი?

ტომებმა, ტომები შეჭამეს...
მელიებმა, მოკლეს მელიები...
ობობებმა, მოკლეს ობობები...
ორად გაყვეს შენი თვალები, რომელშიდაც
თავს აფარებენ ვარსკვლავები მილიონობით...
ვიტყვი, მთვარეო, გასაოცარ არაბებზე,
ნუთუ ტყუილია გმირობები მათ შესახებ?
თუ ჩვენსავით მატყუარაა ისტორია?

ბალქის...
არ დამემალო...
რადგან შენს შემდეგ,
მზე სანაპიროს აღარ ანათებს...
გადაჭრით ვიტყვი:
რომ ქურდმა, მკვლელის ტანსაცმელი ჩაიცვა,
გადაჭრით ვიტყვი:
რომ ნიჭიერი წინამძღოლი, მეიჯარედ იქცა,
და ვიტყვი:
რომ ზღაპრების გავლენა, ყველაზე დიდი ანეგდოტია,
რაც კი რამ თქმულა,
ჩვენც ერთ - ერთი ტომთაგანი ვართ,
აი, ეს არის ისტორია, ბალქის...
როგორ განარჩევს ადამიანი...
ბაღს და სანაგვეს ერთმანეთისგან...

ბალქის...
თქვენ წამებულნო... და ლექსებო...
სუფთავ... და წმინდაო...
საბატეველი დაეძებს მის დედოფალს
და ესალმება ერებს...
დიდებულო დედოფლებო...
ქალი, რომელიც განასახიერებს შუმერთა მთელ ტრუიმფალურობას...


ბალქის...
ჩემო უტკბესო ბეღურავ,
ჩემო უძვირესო პორტრეტო,
ცრემლო, მაგდალინელის ღაწვზე გაფანტულო,
უსამართლო ხომ არ ვიქნები,
ერთ დღეს რომ წაგიყვანო...
ალ - აყზიმიის სანაპიროზე...
ბეირუთი... ყოველ დღე კლავს ერთ - ერთ ჩვენგანს...
და ყოველ დღე ახალ მსხვერპლს ეძებს
და სიკვდილი... ჩვენი ყავის ფინჯანშია...
და ჩვენი სახლის გასაღებში...
და ჩვენი აივნის ყვავილებში...
და გაზეთის ფურცელზე...
და ანბანის ასო - ბგერებში...
აი ჩვენც... ბალქის...
ვბრუნდებით ჯაჰილიის პერიოდში...
აი ჩვენც...
ვბრუნდებით სიველურეში...
ჩამორჩენაა... სიმახინჯე...  ნაყარ - მუყარი...
ვბრუნდებით კიდევ ერთხელ...
ბერბერების ხანაში...
სადაც წერა მოგზაურობაა
ნამსხვრევებიდან... ნავსხვრევებამდე
სადაც პეპლის მოკვლა მათ ველებზე
განხილვის თემაა...
იცნობდი ჩემს ძვირფას ბალქისს?
ის, ყველაზე მნიშნელოვანია, რაც სიყვარულის წიგნებში დაწერილა,
ის იყო უმშვენიერესი უერთიერთშერწყმა,
ხავერდისა და მარმარილოსი...
მის თვალებს შორის ია იყო,
ხან მძინარე და ხან უძინარი...

ბალქის...
ჩემი მოგონებების სუნამოვ,
კუბოვ ღრუბლებში მოფრენალო,
მოგკლეს... ბეირუთში... როგორც ქურციკი
ხოლო მას შემდეგ... სიტყვები მოკლეს...

ბალქის...
ეს არ არის მარსია,
მაგრამ...
მშვიდობა არაბთ...
ბალქის...
გვენატრები... გვენატრები... გვენატრები...
და პატარა სახლი...
კითხულობს თავის პრინცესას სურნელოვანი ბოლოკუდით...
ვუსმენთ ახალ ამბებს...
და ისინი გასაიდუმლოებულია...
არაფერს ჰყვებიან ტროას ღირსებაზე...

ბალქის...
ძვლებამდე ვართ მკვდრები...
შვილებმა კი არ იციან რა ხდება...
და არც მე ვიცი... რა ვთქვა?
დააკაკუნებ კარზე წუთის შემდეგ?
გაიხდი ზამთრის ქურთუკს?
მოხვალ მომღიმარი და აყვავებული...
და ელვარე როგორც მინდვრის ყვავილი?

ბალქის...
შენი მწვანე ნერგები...
ისევ ტირიან კედელთან...
შენი გამოსახულება კვლავ დახეტიალობს...
სარკეებსა და ფარდებს შორის...
შენი სიგარეტიც კი, რომელსაც მოუკიდე
არ ჩამქრალა...
და მისი ბოლი კვლავ უარობს
შენს გამგზავრებას...

ბალქის...
დაჭრილები ვართ... დაჭრილები სულის სიღრმემდე...
და თვალებში გაოგნება ჩასახლებული...
ბალქის...
როგორ წაიღე ჩემი დღეები... და სიზმრები...
უარყავი ბაღები და სეზონები...
ჩემო მეუღლევ...
ჩემო ძვირფასო... ჩემო კასიდავ... და ჩემო თვალის ჩინო...
ჩემი ლამაზი ბეღურა იყავ...
როგორ გაიქეცი ბალქის, ჩემგან?

ბალქის...
ეს არომატული ერაყული ჩაის პაემანი...
და დაძველებული სულაფა...
ვინ ჩამოარიგებს ჭიქებს, ჩემო ჟირაფო?
ვინ მოიყვანა სახლში ევფრატი...
და ყვავილები ტიგროსის და რასაფასი?

ბალქის...
სევდა მჩხვლეტს...
და ბეირუთი რომელმაც მოგკლა...
არ ცნობს მის დანაშაულს...
და ბეირუთი რომელსაც უყვარდი...
ვერ ხვდება რომ თავისივე საყვარელი მოკლა...
მთვარე ჩააქრე...
ბალქის...
ბალქის...
ბალქის...
ყოველი ღრუბელი შენ დაგტირის...
მაგრამ ვინ ნახავს მომტირალს ჩემზე?
ბალქის...
როგორ წახვედი ისე ჩუმად რომ
ხელიც კი ხელზე არ დამადე...

ბალქის...
ქარს როგორ შეგვატოვე...
რომ ვთრთოდეთ ფოთლებივით?
დაგვტოვე... ჩვენ სამნი... დაკარგულნი
როგორც ბუმბული წვიმის ქვეშ...
ნუთუ არ გიფიქრია ჩემზე?
მე ის ვარ, ვისაც შენი სიყვარული სჭირდება...
ზეინაბის თუ ომარის მსგავსად...

ბალქის...
მითიურო საუნჯევ...
ერაყის შუბო...
ბამბუკის ტყეო...
ვინც ვარსკვლავების ქედმაღლობა გამოიწვიე...
საიდან მოხველ მთელი შენი ჩინებულებით?

ბალქის...
მეგობარო... და თანამგზავრო...
ფარფატა ყვავილო ქრიზანთემის...
შეგვავიწროვა ჩვენ, ბეირუთმა... ზღვა შევიწროვდა...
შევიწყოვდა სამყოფი ჩვენი...
ბალქის: რა არის რომ იმეორებ...
არ არსებობსო ორი ბალქისი...

ბალქის...
ჩვენი ურთიერთობის მცირე დეტალები მკლავენ...
მწკეპლავენ წამები და წუთები...
ყველა პატარა გულსაბნევი... მოთხრობა არის,
და ყველა შენი ყელსაბამი... ორი მოთხრობა...
შენი ოქროს თმის მარხუწებიც კი...
წამლეკავენ, ჩვეულებრივად, შესაბრალისი წვიმით,
ლამაზ ერაყულ ხმას რომ გამოსცემს,
ფარდებზე...
სავარძლებზე...
ჭურჭლებზე...
და იხედება სარკეებიდან...
და იხედება ბეჭდებიდან...
და იხედება კასიდიდან...
და სანთლებიდან...
და ჭიქებიდან...
და ალისფერი ღვინიდან...

ბალქის...
ბალქის... ბალქის...
რომ იცოდე რა მტკივნეულია ეს ადგილი...
ყოველი კუთხით... ჩიტივით რომ გადაფრინდები...
სურნელოვანი როგორც ტყე ბაილასანის,
აქ იყო... რომ ეწეოდი...
აქ იყო... რომ ამოდიოდი...
აქ იყავი... პალმასავით მედიდური...
და სტუმრებს ისე ხვდებოდი
როგორც ხმალი იემენური...

ბალქის...
სად არის გერლიანის ფლაკონი?
და ლურჯი სანთებელა...
სად არის კენტის სიგარეტი
შენს ტუჩებს რომ არ სცილდებოდა?
სად მღერის ჰაშიმიდი მომღერალი...
მუდამ მზა დღესასწაულისთვის...
ახსოვს სავარცხალს წარსული მისი,
და ცრემლი უობდება...
ნუთუ სავარცხალიც იტანჯება გრძნობების გამო?
ბალქის: ძნელია გადავსახლდე ჩემი სისხლიდან...
გარს მახვევია ცეცხლის ენა და კვამლის ენა...
ბალქის: პრინცესავ,
ხომ არ იწვი კლანთაშორის ომში,
რა დავწერო ჩემი დედოფლის გამგზავრებაზე?
სიტყვები ჩემი შემარცხვენელია...
აჰა, ჩვენ ვეძებთ მსხვერპლთა ხროვაში...
მოწყვეტილ ვარსკვლავს...
სარკესავით დამსხვრეულ სხეულს...
აჰა, ჩვენ ვკითხავთ, ჩემო ძვირფასო,
ეს კუბო, შენი კუბო რომ იყოს,
ან კუბო არაბობის...

ბალქის:
ტირიფო, კულულებს რომ ზედ მაფენ...
ამაყო ჟირაფო...

ბალქის:
ჩვენი არაბული სამართალი, მკვლელია არაბთა...
ჩვენს ხორცს რომ ჭამენ - არაბებია...
ჩვენი მუცლის გამომშგვნელი - არაბებია...
ჩვენი კუბოს კარის გამღებნი - არაბებია...
როგორ გავექცეთ ასეთ სამართალს?
არაბული სატევარი ხომ არ განასხვავებს
კაცის კისერს...
თუ
ქალის კისერს...

ბალქის:
მათ აგაფეთქეს... ჩვენ კი წესად გვაქვს
ყველა დაკრძალვის დაწყება ქერბალაში...
ყველა დაკრძალვის დამთავრდება ქერბალაში...
აღარ ჩავხედავ ისტორიას დღეის ამას იქით,
რადგან თითები დამიწვა...
ტანსაცმელი სისხლის დამიფარა...
აჰა, ჩვენ, შევდივართ ქვის ხანაში,
ვბრუნდებით ყოველ დღე, ათასი წლით უკან...
ბეირუთის ზღვა... 
შენი თვალების გამგზავრების შემდეგ დანებდა,
და პოეზია... მის ლექსებზე კითხულობს ისევ,
სიტყვით, რომელიც მას ვეღარ ავსებს...
და არავინ... პასუხობს შეკითხვას...
სევდამ... ბალქის...
გამოწურა ჩემი ყოფა ფორთოხალივით...
ახლა კი ვიცი... ჩიხში შესული სიტყვის შესახებ,
ვიცი განწირულ ენის გამოხსნა...
მე ვარ  წერილების გამომგონებელი...
მაგრამ არ ვიცი... როგორ დავიწყო წერილის წერა...
ხმალმა გაკვეთა ცალ მხარეს ხორცი,
და ჩემი სიტყვების მხარე...
შენ ხარ სამყაროს საწყისი  ბალქის, მდედრობითია საწყისი მისი,
ბალქის: შენა ხარ ჩემი ევანგელე,
ვინ მოიპაროს გამოცხადება?
დამწერლობამდები ხარ დამწერლობა,
შენ ხარ კუნძული და მინარეთი...

ბალქის:
ჩემო მთვარეო, ჩამარხულო ქვებთა შორის,
ახლა იწევა ფარდა...
ახლა იწევა ფარდა...
ვიტყვი გადაჭრით...
რომ ვიცი სახელები... რაღაცები... პატიმრები...
წამებულები... ღარიბები... დაუცველები...
და ვიტყვი რომ ჯალათიც ვიცი,
რომელმაც მოკლა ჩემი ცოლი...
და ყველა დამსმენის სახე...
და ვამბობ: რომ ჩვენი უმანკოება გარყვნილებაა...
და ჩვენი რწმენა სიბინძურე...
და ვამბობ: რომ ჩვენი ბრძოლა სიცრუეა,
და არანაირი განსხვავება არ არის,
პოლიტიკასა და პროსტიტუციაში!
ვიტყვი გადაჭრით:
რომ შევიცანი მკვლელები
და ვამბობ:
რომ ჩვენი დროის არაბს ახასიათებს ჟასმინის მოკვლა,
და ყველა წინასწარმეტყველის მოკვლა...
და ყველა მოციქულის მოკვლა...
მწვანე თვალებსაც კი სჭამენ არაბები...
კულულებს... ბეჭდებს და სამაჯურებს...
სარკეებს... სათამაშოებს...
ვარსკვლავებსაც კი ეშინიათ ჩემი ქვეყნის...
მე კი არ ვიცი ამის მიზეზი...
პრინველებიც კი გაურბიან ჩემს ქვეყანას...
მე კი არ ვიცი ამის მიზეზი...
პლანეტები... გემები... ღრუბლები
რვეულები... წიგნები...
და ყოველი მშვენიერი რამ...
ყოველი მათგანი... არაბთა წინააღმდეგია...
როცა დაიმსხვრა შენი სხეული გამოსხივებით...

ბალქის,
მარგალიტო კეთილშობილო,
ვიფიქრე:
ქალის კვლა არაბთა საყვარელი საქმიანობაა,
თუ ჩვენ ბუნებრივად პროფესიონალი დამნაშავეები ვართ?

ბალქის...
ჩემო ლამაზო მხედარო...
მე მთელი ჩემი ცხოვრება მორიდებული ვარ,
ამ ქვეყანაში კლავენ მხედრებს...
ამ ქვეყანაში კლავენ მხედრებს...
მას შემდეგ რაც შენ წახვედი...

ბალქის...
ჩემო უტკბილესო სამშობლოვ...
არ მესმის როგორ ცხოვრობს ადამიანი ამ ქვეყანაში...
არ მესმის როგორ კვდება ადამიანი ამ ქვეყანაში...
ჯერ კიდევ ვიხდი ჩემი სისხლიდან...
უმაღლეს სასჯელს...
რომ შეამცირონ ბედნიერები...
მაგრამ ცას სურს რომ მარტო დარჩეს...
როგორც ზამთრის ფოთლები...
ნუთუ პოეტები უბედურების საშოდან იბადებიან?
ჰგავს ლექსი დანის ჩაცემას გულში...
რომელიც აღარ განიკურნება?
თუ მხოლოდ მე ვარ ის ერთადერთი,
ვისი თვალებიც ამოკლებენ ცრემლიან ისტორიას?
გადაჭრით ვიტყვი:
როგორ დაიღუპა ჩემი ქურციკი, აბი ლაჰაბის ხმლით,
ყოველი მეკობრე ყურედან ოკეანემდე...
ღუპავს... წვავს...
ძარცვავს... ქრთამავს...
შეურაცხჰყოფს ქალს...
როგორც აბუ ლაჰაბს სურს...
ძაღლების მთელი შემადგენლობა...
ჭამენ...
თვრებიან...
აბი ლაჰაბის ხარჯზე...
ხორბალი არ არის ჩვენს მიწაზე...
აბი ლაჰაბის უნებართვოდ ამოიზარდოს...
ბავშვი არ დაიბადება ჩვენში...
თუ დედამისი არ წვევია ერთ დღეს...
აბი ლაჰაბის საძინებელს...
ციხე არ გაიღება...
აბი ლაჰაბის ნების გარეშე...
თავს არავის მოჰკვეთენ...
აბი ლაჰაბის ბრძანების გარეშე...
გადაჭრით ვიტყვი:
როგორ გააუპატიურეს ჩემი პრინცესა,
როგორ გაიყვეს მისი ფირუზის თვალები
და ნიშნობის ბეჭედი...
როგორ გაინაწილეს მისი თმები,
ოქროს მდინარესავით მომდინარე...
გადაჭრით ვიტყვი:
თავს დაესხნენ წმინდა წიგნის მის ხელნაწერ აიებს,
და ცეცხლში ჩააგდეს...
ვიტყვი როგორ დაცალეს სისხლისგან...
და როგორ ამოუვსეს პირი...
მასში არც ვარდი დაუტოვებიათ და არც ყურძენი...
არის კი ბალქისის დაღუპვა
ერთადერთი გამარჯვება არაბების ისტორიაში?

ბალქის...
ჩემო საყვარელო, ბოლო წვეთამდე...
მატყუარები არიან წინასწარმეტყველები...
დასხდებიან...
ისინი მართავენ ხალხს
და არა წერილი...
თუ მათ გამოგვიყვანეს მწუხარე პალესტინიდან...
ვარსკვლავი...
თუ ფორთოხალი...
თუ მათ გამოგვიყვანეს ღაზას სანაპიროებიდან...
პატარა ქვა
თუ ხამანწკა...
თუ მათ გაათავისუფლეს მეოთხედი საუკუნე
ზეთის ხილი...
თუ მათ დააბრუნეს ლიმონი
და წაშალეს ისტორიიდან სირცხვილის კვალი...
მადლობას ვეტყვი შენს მკვლელს... ბალქის...
ჩემო საყვარელო ბოლო წვეთამდე...
მაგრამ მათ დატოვეს პალესტინა...
რომ მოეკლათ ჩემი ქურციკი...
რას ამბობს ლექსი, ბალქის...
ასეთ დროს?
რას ამბობს ლექსი?
ამ პოპულისტთა დროში...
ჯადოქრებში...
ლაჩრებში...
არაბული სამყარო
განადგურებული... დათრგუნული...
და ენა მოჭრილი...
ჩვენ ვართ დამნაშავენი უპირატესად...
განა რა არის ''უნიკალური ხელშეკრულება'' და ''სიმღერები'' ?
წაგიყვანეს, ჩემო ძვირფასო, ჩემი ხელიდან...
ამომართვეს ლექსი პირიდან...
წამართვეს წერა... და კითხვა...
ბავშობა... და სურვილები...
ბალქის... ბალქის...
ცრემლი ეცემა ვიოლინოს წამწამებს...
შენმა მკვლელობამ შემასწავლა სიყვარულის საიდუმლოებანი...
მაგრამ მათ... ვიდრე ტაქტი დასრულდებოდა...
მოკლეს ჩემი ცხენი...

ბალქის...
პატიებას გთხოვ... და ალბათ
შენი სიცოცხლე, იყო ჩემის გამოსასყიდი...
კარგად არც ვიცი...
ისინი კი, ვინც გარეულნი არიან შენს საქმეში,
მიზნად ისახავდნენ ჩემი სიტყვების მოკვლას!
ღმერთის მფარველობაში იძინე... სილამაზევ
ლექსის წერა შენს შემდეგ შეუძლებელია...
ქალურობაც შეუძლებელია...
მომავალი თაობები გააგრძელებენ...
კითხვების დასმას შენი გრძელი თმების კულულებზე...
და შეყვარებულთა თაობები გააგრძელებენ...
შენზე იკითხონ... მოწოდებით მასწავლებელო...
და ერთ დღესაც მიხვდებიან არაბები...
რომ მათ მოციქული მოკლეს...
მოციქული მოკლეს...
მ. ო. ც. ი. ქ. უ. ლ. ი.
მ. ო. კ. ლ. ე. ს.

https://http://www.adab.com/modules.php?name=Sh3er&doWhat=shqas&qid=1464

www.youtube.com/watch?v=v2-56MELhHw


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს